HomeUncategorized

ფსალმუნები 42

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

421 განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი. 2 რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რატომ უნდა ვიარო მგლოვიარე გულით, რადგან ჩემი მტერი მთელავს?” 3 გამოგზავნე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი, რომ წამიძღვენ მე, და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან. 4 და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან, და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო! 5 რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას, – ჩემი სახის განმაცოცხლებელს და ჩემს ღმერთს.

ფსალმუნი 41                                                                                                                                            ფსალმუნი 43

COMMENTS