HomeUncategorized

ფსალმუნები 126

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1261 გალობა აღსავალთა. სოლომონისა. სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; სადაც უფალი არ დაიცავს ქალაქს, იქ ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. 2 ამაოდ დგებით ადრიან, დააგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვის პურს, რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს. 3 აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი. 4 როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. 5 ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.

ფსალმუნი 125                                                                                                                                       ფსალმუნი 127

COMMENTS