HomeUncategorized

ფსალმუნები 73

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

731 მოძღვრება. ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო, სამუდამოდ, და აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე? 2 გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, ტომი შენი სამკვიდრო, რომელიც შენ იხსენი, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა! 3 წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისაკენ! ყოველივე დაუნგრევია მტერს წმიდაში. 4 შენი მოდავენი ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ. 5 ემსგასებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს. 6 და ახლა ამსხვრევენ მის ჩუქურთმებს ერთიანად უროთი და ცულით. 7 ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი. 8 თქვეს თავიანთ გულში: „გავანადგუროთ ისინი ერთიანად.” დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე. 9 ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი, და არავინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს როდემდე გაგრძელდება ასე. 10 ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი? 11 რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე! 12 ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი, ადრიდანვე შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე. 13 შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმტვრიე თავები ურჩხულებს; 14 შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს. 15 შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშორე ძლიერი მდინარენი. 16 შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე. 17 შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე. 18 უფალო, გაიხსენე ეს: მტერი გაგინებს შაენ, და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს. 19 მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ. 20 მიხედე აღთქმას! რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით. 21 ნუ დაუბრუნდება ჩაგრული გაწბილებული, ღარიბ-ღატაკნი აქებდნენ შენს სახელს! 22 აღდეგ, უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე. 23 ნუ დაივიწყებ შენს მოდავეთა ხმას; შენი მტრის ღრიალს, მუდამ რომ ამოდის!

ფსალმუნი 72                                                                                                                                          ფსალმუნი 74

COMMENTS