ფსალმუნები 8

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

8გუნდის ლოტბარს. გათითის ხმაზე. ფსალმუნი დავითისა. უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება. 2 ჩვილთა და ძუძმწოვართა ბაგეებიდან დაამტკიცე ციხე-ბურჯი შენი მტრების წინააღმდეგ, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი. 3 როცა შევხედავ შენს ცას – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე: 4 რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ? 5 ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. 6 გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე. 7 ყველა პირუტყვი – წვრილფეხა და მსხვილფეხა და ასევე – ნადირი ველისა; 8 ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და ყოველივე, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ. 9 უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე.

ფსალმუნი 7                                                                                                   ფსალმუნი 9

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close