ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
121 ირგვლივ მიმოდიან ბოროტნი, რაკი ამაღლდნენ უღირსნი კაცთა მოდგმიდან. 2 გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები მიქცეული ჩემგან? 3 როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე? 4 მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ. 5 თორემ იტყვის ჩემი მოძულე: “დავძლიე იგი”. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი. 6 ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი ხელით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.
ფსალმუნი 11 ფსალმუნი 13
ფსალმუნი 11 ფსალმუნი 13