HomeUncategorized

ესაია 6

ძველი აღთქმა
ესაია
61 მეფე ყუზიაჰუს სიკვდილის წელს ვიხილე მე უფალი, მჯდომარე მაღალ და აღზევებულ ტახტზე და მისი კიდენი ავსებდა ტაძარს. 2 სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ: ექვსი ფრთა ჰქონდა თითოეულს, ორით იფარავდა თავის სახეს და ორით იფარავდა თავის ფეხებს და ორით დაფრინავდა. 3 და ეძახდა ერთი მეორეს ასე: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ცაბაოთი! სავსეა მთელი ქვეყანა მისი დიდებით.” 4 და შეირხა ზღურბლთა წირთხლები დამძახებლის ხმისაგან და კვამლით აივსო სახლი. 5 და ვთქვი: „ვაიმე! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ მე და ბაგეუწმიდურ ხალხს შორის ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი იხილეს მეუფე, უფალი ცაბაოთი.” 6 და მოფრინდა ჩემთან ერთი სერაფიმთაგან, მის ხელში კი ნაკვერცხალი იყო, რომელიც მარწუხით აიღო მან სამსხვერპლოდან. 7 და შემახო ბაგეზე და თქვა: „აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეებს და ჩამოგცილდა შენი ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა.” 8 და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?” და ვთქვი: „მე წარმგზავნე!” 9 და თქვა მან: „წადი და უთხარი ამ ხალხს: ‘სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხედვით დაინახავთ და ვერ მიხვდებით!’ 10 გაასუქე ამ ხალხის გული და დაამძიმე მისი ყურები, და დაახუჭვინე მისი თვალი, რათა თვალებით ვერ იხილოს და ყურებით ვერ გაიგონოს, და მისმა გულმა ვერ გაიგოს, და არ შემობრუნდეს და არ განვკურნო.” 11 და ვთქვი მე: „როდემდე, უფალო?” და თქვა მან: „მანამდე, ვიდრე არ დარჩება ქალაქები მცხოვრებთა გარეშე და სახლები – ადამიანთა გარეშე, და მიწა არ იქცევა უკაცრიელად, 12 და მოაშორებს უფალი ადამიანებს და გამრავლდება ქვეყანაში მიტოვებული ადგილები. 13 კიდევ დარჩება მასში მეათედი, ისევ დასაწვავი შეიქნება, როგორც ტერებინთო და როგორც მუხა, რომლის კუნძი რჩება, როცა მოჭრიან. ხალხის წმიდა თესლი იქნება მისი კუნძი.”
თავი მეხუთე                                                                                                                                           თავი მეშვიდე

COMMENTS