HomeUncategorized

ესაია 50

ძველი აღთქმა
ესაია

501 ასე თქვა უფალმა: „სად არის გაყრის წერილი, რომლითაც გაუშვი დედათქვენი? ან რომელ ჩემს მოვალეს მიგყიდეთ თქვენ? ხომ თქვენი ურჯულოების გამო იყავით გაყიდულნი, და თქვენი დანაშაულის გამო იქნა დედათქვენი გაშვებული? 2 რატომ არ იყო არავინ, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი? განა დამოკლდა ჩემი ხელი გამოსყიდვისთვის ან აღარ არის ჩემში ძალა შეწევნისა? მე ხომ ჩემი საყვედურით ვაშრობ ზღვას და მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ; აყროლდებიან მათი თევზები უწყლობის გამო და დაიხოცებიან წყურვილით. 3 მე ვმოსავ ზეცას წყვდიადით და ძაძას ვდებ მათ დასაბურად.” 4 უფალმა ღმერთმა მომცა მე მცოდნეთა ენა, რომ შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. მაღვიძებს ის ყოველ დილით, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მოვისმინო მცოდნეთა მსგავსად. 5 უფალმა ღმერთმა გამიხსნა მე ყური, მე კი არ შევეწინააღმდეგე, უკან არ დავიხიე. 6 ჩემი ზურგი მივეცი ჩემს მცემელთ და ჩემი ლოყები – თმის მგლეჯელთ. ჩემს სახეს არ ვიფარავდი გინებისა და ფურთხისაგან. 7 უფალი ღმერთი მეხმარება მე, ამიტომ არა ვარ შერცხვენილი, ამიტომ გავიკაჟე ჩემი სახე, და ვიცი, არ შევრცხვები. 8 ახლოსაა ჩემი გამმართლებელი, ვინ იდავებს ჩემთან? დავდგეთ ერთად! ვინ მემართლება? მოვიდეს ჩემთან. 9 აჰა, უფალი ღმერთი მეხმარება მე; ვინ არის, რომ მადანაშაულებს? ყველა ისინი სამოსელივით დაძველდებიან, ჩრჩილი შეჭამს მათ. 10 ვინ არის თქვენგან, ვისაც ეშინია უფლისა, ვინც უსმენს ხმას მისი მსახურისა, ვინც დადის ბნელში და არა აქვს ნათელი? მიენდოს უფლის სახელს და დაეყრდნოს თავის ღმერთს. 11 აჰა, ცეცხლის გამღვივებელნო, ნაპერწკლების დამკავებელნო, იარეთ ყველამ თქვენი ცეცხლის ალში და ხანძრებში, თქვენ რომ დაანთეთ! ჩემი ხელიდან გექნებათ ეს თქვენ. სამწუხარებლად დაწვებით!”
თავი ორმოცდამეცხრე                                                                                            თავი ორმოცდამეთერთმეტე
Newer Post
Older Post

COMMENTS