ესაია 56

ივლისი 9, 2015

ძველი აღთქმა
ესაია

561 ასე თქვა უფალმა: „დაიცავით სამართალი და ქმენით სიმართლე, რადგან ჩემი ხსნა მალე მოვა, და ჩემი სიმართლე გამოჩნდება. 2 ნეტარია კაცი, ასე რომ იქცევა, და ადამიანი – ამას მოჭიდებული, შეუბღალავად რომ იცავს შაბათს და ბოროტის ქმნისგან იცავს თავის ხელს.” 3 ნუ იტყვის უცხოტომელის ძე, უფალთან შემოერთებული: „უფალმა გამმიჯნა ერისაგან!” და ნუ იტყვის საჭურისი: „მე ხომ გამხმარი ხე ვარ!” 4 რადგან ასე თქვა უფალმა: „საჭურისები, რომლებიც ჩემს შაბათებს იცავენ, ჩემთვის საწადელს ირჩევენ და ჩემს აღთქმას ინახავენ, 5 მე მივცემ მათ ჩემს სახლში და ჩემს გალავნებში ძეგლსა და სახელს ჩემს ვაჟებზე და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ მათ, რომელიც არ წაიშლება. 6 და ასევე უცხოტომელთ, შემოერთებულთ უფალთან, რომ ემსახურებიან მას და უყვართ უფლის სახელი, რათა იყვნენ მისი მსახურნი; ყველას, შეუბღალავად რომ იცავს შაბათს, და ჩემს აღთქმას მოჭიდებულთ. 7 მე მოვიყვან მათ ჩემს წმიდა მთაზე და გავახარებ მათ ჩემს სამლოცველო სახლში; მათი სრულადდასაწველი და შესაწირავები სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ხალხებისათვის.” 8 ამბობს უფალი ღმერთი ისრაელის გაძევებულთა შემკრები: „კიდევ სხვებს შევკრებ მე მასთან, მის შეკრებილებთან. 9 მოდით, მინდვრის ყველა ცხოველო, ტყის ყველა მხეცო, მოდით საჭმელად. 10 მისი გუშაგნი ყველანი ბრმანი არიან, უცოდინარნი არიან ყველანი, მუნჯი ძაღლებია ყველანი, არ შეუძლიათ ყეფა, მძინარები არიან, წვანან, უყვართ თვლემა. 11 ეს ხარბი ძაღლებია, გაუმაძღარნი. მწყემსები არიან ისინი, მაგრამ გაგება არა აქვთ. ყველა თავის გზით გაემართა, თითოეული – თავის ანგარებისაკენ. 12 და ამბობენ: „მოდით, ავიღოთ ღვინო და დავთვრეთ სასმელით, და ხვალე დღესავით იქნება, ან უკეთესი!”
თავი ორმოცდამეთხუთმეტე                                                                                  თავი ორმოცდამეჩვიდმეტე

კომენტარის დატოვება

Close
Close