HomeUncategorized

ესაია 18

ძველი აღთქმა
ესაია
181 ვაი, ფრთებით დაჩრდილულ ქვეყანას, ქუშის მდინარეთა გაღმა რომ არის! 2 რომელიც აგზავნის ელჩებს ზღვით, და წყლის ზედაპირზე – ლერწმის ნავებით. წადით, მკვირცხლო მოციქულნო, მაღალ და უწვერო ერთან, ძველთაგან და დღემდე საშინელ ხალხთან, გადამთელავ და დამთრგუნველ ერთან, რომლის ქვეყანასაც მდინარენი ჰკვეთენ. 3 ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო და ყველა ბინადარო, როდესაც ნიშანი აღიმართება მთებზე, დაინახავთ, და როდესაც რქის საყვირი ახმიანდება, გაიგონებთ! 4 რადგან ასე მითხრა მე უფალმა: „მდუმარედ გადმოვიხედავ ჩემი განსასვენებელი ადგილიდან, როგორც კრიალა პაპანება სინათლეზე და როგორც ღრუბელი ცვრისა მკის პაპანებაში.” 5 რადგან მკის წინ, როდესაც ყველაფერი აყვავდება და მომწიფებულ ნაყოფს ყვავილი ექნება, შეაჭრის ის რტოებს ბაღის მაკრატლით და ყლორტებს მოაცლის და მოაკვეთს. 6 ყველაფერი დარჩება მთის მტაცებელ ფრინველებს და მიწის ცხოველებს, გაიზაფხულებენ მასზე მტაცებელი ფრინველები და მიწის ყველა ცხოველი მასზე დაიზამთრებს. 7 იმჟამად ხარკი მიერთმევა უფალ ცაბაოთს მაღალი და უწვერო ხალხისაგან, ძველთაგან დღემდე საშინელი ხალხისაგან, გადამთელავი და დამთრგუნველი ერისაგან, რომლის ქვეყანასაც მდინარეები ჰკვეთენ – უფალ ცაბაოთის ადგილას, სიონის მთაზე.
თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                               თავი მეცხრამეტე
Newer Post
Older Post

COMMENTS