ძველი აღთქმა
ესაია
41 და ჩაეჭიდება შვიდი ქალი ერთ კაცს იმ დღეს და: ეტყვის: „ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენს სამოსელს ჩავიცვამთ, მხოლოდ გვეწოდოს შენი სახელი, ჩამოგვაცილე ჩვენი შერცხვენა.” 2 იმ დღეს უფლის ყლორტი იქნება მშვენებად და დიდებად, და მიწის ნაყოფი – სიდიადედ ისრაელის გადარჩენილთათვის. 3 და იქნება: სიონში ნატამალი და იერუსალიმში დარჩენილი – წმიდად იქნება ის წოდებული; ყველა, ვინც კი ჩაწერილია სიცოცხლისათვის იერუსალიმში. 4 როცა ჩამორეცხავს უფალი სიონის ასულთ სისაძაგლეს და იერუსალიმს სისხლს მოჰბანს მის შიგნით სამსჯავროს სულით და გადაბუგვის სულით, 5 და შექმნის უფალი სიონის მთის ყველა ადგილზე და მის შესაკრებელზე ღრუბელს და კვამლს დღისით და აელვარებული ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან მთელ დიდებაზე იქნება გავალაკი. 6 და კარავი იქნება მათ საჩრდილობლად დღისით პაპანაქებისაგან, და თავშესაფრად და დასაცავად ღვართქაფისა და წვიმისაგან.