10 რადგან, როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან აღარ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს. 11 ასევეა ჩემი სიტყვაც, რომელიც გამოდის ჩემი ბაგეებიდან, – ის უკან არ მიბრუნდება უნაყოფოდ, რადგან იმას აკეთებს, რაც მე მწადია, და იმას აღასრულებს, რისთვისაც მე მივავლენ მას. 12 სიხარულით გახვალთ, და მშვიდობის გზით ივლით. მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე და ველის ყველა ხე ტაშს დაგიკრავთ. 13 ძეძვის ნაცვლად კვიპაროსები დაიზრდება და ქაცვის წილ – მირტი. და იქნება ეს უფლის დიდების საუკუნოდ წარუშლელ ნიშნად.