4 უფალმა ღმერთმა მომცა მე ბრძენთა ენა, რომ შევძლო დაღლილის გამხნევება სიტყვით. ყოველ დილით მაღვიძებს ის მე, აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მოვისმინო, როგორც ბრძენნი ისმენენ. 5 უფალმა ღმერთმა გამიხსნა მე ყური, და მე არ გავუძალიანდი, უკან არ დავიხიე.6 ზურგი მივუშვირე ჩემს მგვემელთ და ყბები – ვინც წვერებს მაგლეჯდნენ. სახეს არ ვიფარავდი გინებისა და ფურთხისაგან. 7 ცაბაოთ უფალი მეხმარება მე, ამიტომაც არ დავმცირებულვარ, ამიტომ გავიკაჟე სახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები.