13 და თქვა უფალმა: ეს ხალხი მხოლოდ სიტყვით არის ჩემთან ახლოს, მხოლოდ სიტყვით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან. მათი შიში ჩემს წინაშე – მხოლოდ მცნებაა, კაცთაგან რომ აუთვისებიათ. 14 ამიტომ, აჰა, კვლავ მოვახდენ ამ ხალხზე გასაოცარ, არნახულ საქმეებს. და დაიკარგება მის ბრძენთა სიბრძნე, გონება არ შერჩებათ გონიერთ.