1 აჰა, უფალი გააპარტახებს დედამიწას და უნაყოფოდ აქცევს მას; სახეს შეუცვლის და გაფანტავს მის მცხოვრებთ. 2 ერთი ბედი ელის ერსა და ბერს, მონასა და მის ბატონს, მხევალსა და მის ქალბატონს, მყიდველსა და გამყიდველს, გამსესხებელსა და მსესხებელს, მევახშესა და მოვალეს. 3 გაპარტახდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა თქვა ეს სიტყვა.