9 აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, გულისწყრომითა და რისხვით, რათა იავარჰყოს ქვეყანა, მოსპოს მისი ცოდვილნი. 10 ცის ვარსკვლავები და თანავარსკვლავედნი აღარ გამოსცემენ ნათელს, ჩაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე არ მოაფენს ნათელს. 11 მე დავსჯი ქვეყნიერებას ცოდვებისათვის, უკეთურთ – მათი დანაშაულებისათვის, ბოლოს მოვუღებ ბოროტისმზრახველთა ზვიადობას და მტარვალთა ამპარტავნებას დავცემ.