საქმეები 7:46
განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?
ესაია 42:6
მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახვ და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის,
ესაია 66:2
ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!” – ამბობს უფალი. „აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.
ესაია 65:2
დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე;
იობი 10:3
განა კარგია შენთვის, რომ მთრგუნავ, რომ უკუაგდე შენი ხელის ქმნილება და ახალისებ ბოროტთა მზაკვრობას?
ფსალმუნები 8:3
როცა შენს ზეცას ვუმზერ – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,
ფსალმუნები 88:13
ძლიერია შენი მკლავი; ძლევამოსილია შენი ხელი და შემართულია მარჯვენა შენი.
ფსალმუნები 19:1
უფალმა გიპასუხოს შენ გაჭირვების დღეს, დაგიფაროს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა.
ფსალმუნები 94:5
მისია ზღვა, მან შექმნა იგი და თავისი ხელებით გამოსახა ხმელეთი.
ფსალმუნები 137:8
უფალი თავის განზრახვას აღასრულებს ჩემზე; უფალო, მარადიულია წყალობა შენი. ნუ მიატოვებ შენი ხელის ქმნილებებს.
ესაია 48:13
დიახ, ჩემმა ხელებმა დააფუძნა დედამიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცანი; მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.
ესაია 64:8
ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი.
ფსალმუნები 94:4
რომელსაც ხელთ უპყრია მიწის სიღრმეები; მთათა მწვერვალები მას ეკუთვნის.
იობი 12:10
მის ხელთაა ყოველი სულდგმულის სიცოცხლე და ყოველი ძეხორციელის სუნთქვა.
იობი 26:13
თავისი სულით გააბრწყინა ცანი და მისმა ხელმა განგმირა სრიალა გველი;
იობი 36:32
ხელისგულებს ელვით ივსებს და უბრძანებს, ვინ განგმიროს.
ფსალმუნები 30:15
შენს ხელთაა ჩემი დრო. მიხსენი ჩემი მდევნელებისა და მტრების ხელთაგან.
ესაია 40:12
მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები – პინებით?
ფსალმუნები 144:16
გაშლი ხელს და აკმაყოფილებ ყოველი სულდგმულის საჭიროებას.
ფსალმუნები 103:28
მისცემ და აიღებენ, გახსნი შენს ხელს და გაძღებიან სიკეთით.
აბაკუმი 3:4
მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა.
1 ნეშტთა 29:12
სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის, შენ ბატონობ ყოველივეზე, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება,
ფსალმუნები 117:15-16
სიმღერისა და ხსნის ყიჟინაა მართალთა კარვებში: ძლევამოსილია უფლის მარჯვენა. შემართულია უფლის მარჯვენა, ძლიერებას ავლენს უფლის მარჯვენა
იერემია 18:6
„განა არ შემიძლია ამ მექოთნესავით მოგექცე, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი, აჰა, როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ისე ხარ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.
დანიელი 4:35
არაფრად მიიჩნევა ყველა, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე და თავისი სურვილისამებრ იქცევა ზეცის მხედრობასა და მიწის მკვიდრთა შორის. არავინაა, ვინც შეეწინააღმდეგება მის ხელს და ეტყვის, რას სჩადიხარო!
ამოსი 9:2
ქვესკნელშიც რომ ჩაძვრნენ, იქიდანაც ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდანაც ჩამოვიყვან.
ესაია 40:2
მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით მისი ცოდვებისათვის.
იერემია 15:6
შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ.
საქმეები 13:11
აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
აბაკუმი 2:16
პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება.
იობი 19:21
შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!
რუთი 1:13
განა თქვენ დაელოდებით მათ დაზრდას? განა უარს იტყვით გათხოვებაზე? არა, შვილებო, ძალზე მენანებით, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი.
იობი 1:11
აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.
ფსალმუნები 37:2
რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.
ფსალმუნები 38:10
ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული ვარ.
ესაია 19:16
იმ დღეს დიაცებივით იქნებიან ეგვიპტელები, შეშინდებიან და დაფრთხებიან ცაბაოთ უფლის ხელის მოქნევისგან, მათზე რომ მოიქნევს ხელს.
ესაია 23:11
ხელი მოუღერა ზღვას და შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე, დაექციათ მისი ციხე-სიმაგრენი.
ფსალმუნები 97:1
უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა. მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა მოუტანა მას გამარჯვება.
ფსალმუნები 76:10
და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება – შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.
გამოსვლა 13:3
უთხრა მოსემ ხალხს: გახსოვდეთ ეს დღე, რა დღესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანათ იქიდან უფალმა; საფუარიანი არაფერი ჭამოთ.
ნეემია 1:10
ისინი ხომ შენი მორჩილნია და შენი ერია, შენი დიდი ძალითა და მაგარი ხელით რომ გამოისყიდე.
იერემია 32:21
შენ გამოიყვანე შენი ერი ისრაელი ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშებითა და სასწაულებით, მაგარი ხელითა და მოღერებული მკლავით, დიდი შიშისზარის მეოხებით.
ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
ფსალმუნები 16:8
შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.
იოანეს 10:29
მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.
ესაია 43:13
დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის?
ეზრა 8:31
დავიძარით მდინარე აჰავადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს იერუსალიმში წასასვლელად და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, გვიცავდა მტრის ხელისგან და გზაში ჩასაფრებული მზირებისგან.
1 ნეშტთა 4:10
მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს და უთხრა: ნეტავ კურთხევით მაკურთხევდე და საზღვრებს გამიდიდებდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და ბოროტებისაგან დამიცავდე, რომ არ გავიტანჯო. და ღმერთმა მისცა, რასაც ითხოვდა.
ფსალმუნები 120:5
უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი – შენი მარჯვენის გვერდით.
ესაია 41:13
რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი.
იერემია 1:9
გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში.
ესაია 8:11
რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით.
ეზეკიელი 1:3
გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდეღს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი.
ეზეკიელი 3:14
სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.
ეზეკიელი 33:22
უფლის ხელი იყო ჩემზე საღამოხანს გადარჩენილის მოსვლამდე და გამიხსნა ბაგე, ვიდრე ის მოვიდოდა ჩემთან დილით; გაიხსნა ჩემი ბაგე და აღარ დავდუმებულვარ.
ეზეკიელი 37:1
იყო უფლის ხელი ჩემზე და გამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე.
ეზრა 7:6
ეს ეზრა წამოვიდა ბაბილონიდან. იგი იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. შეუსრულა მას მეფემ ყველა სათხოვარი, რადგან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.
2 ნეშტთა 30:12
იუდაზეც იყო ღვთის ხელი მისთვის ერთი გულის ჩასადებად, რომ შეესრულებინათ, რაც მეფემ და მთავრებმა უბრძანეს, უფლის სიტყვისაებრ.
იგავნი 21:1
მეფის გული წყლის ნაკადია უფლის ხელში, საითაც მოისურვებს, იქით მიუშვებს.
ლუკას 1:66
ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან.
საქმეები 11:21
და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ.
ესაია 26:11
უფალო, შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ. დაინახონ შენი შური შენი ხალხის გამო და შერცხვებათ; ცეცხლმა შეჭამოს შენი მტრები.
საქმეები 5:31
თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს.
რომალეთა 10:21
ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“.
ფსალმუნები 27:5
რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს.