HomeUncategorized

იობი 26

ძველი აღთქმა
იობი
261 და მიუგო იობმა და თქვა: 2 ით შეწევნიხარ უძლურს? რითი გიხსნია უმწეო მკლავი? 3 რა რჩევა მიგიცია სიბრძნეს მოკლებულისთვის? და რა ბევრი სიბრძნე გისწავლებია? 4 ვისთვის გითქვამს ეს სიტყვები, და ვისი სული გამოდიოდა შენგან? 5 ლანდები ძრწიან ქვეშეთში, წყალნი და მისი მკვიდრნი. 6 გაშიშვლებულა შავეთი მის წინაშე და არა აქვს საფარველი აბადონს. 7 მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არარაობაზე დაჰკიდა დედამიწა. 8 იგი ჰკრავს წყლებს თავის ღრუბლებში, და არ სკდება ღრუბელი მათ ქვეშ. 9 იგი ბურავს სავსე მთვარის პირს, თავისი ღრუბელი მასზე განართხო. 10 წყლის ზედაპირზე წრე შემოავლო ნათლისა და ბნელის საზღვრამდე. 11 ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის შერისხვაზე. 12 თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გონებით შემუსრა რაჰაბი. 13 მისი სულით ცა გამშვენდა, მისმა ხელმა განგმირა გაქცეული გველი. 14 აჰა, ესენია მისი გზების კიდენი. და რა ჩურჩული გვესმის მასზე! ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?”
თავი ოცდამეხუთე                                                                                                                          თავი ოცდამეშვიდე

COMMENTS