HomeUncategorized

იობი 12

ძველი აღთქმა
იობი
121 და მიუგო იობმა და თქვა: 2 ეშმარიტად, ხალხი მხოლოდ თქვენა ხართ, და სიბრძნე თქვენთან ერთად მოკვდება. 3 მეც თქვენსავით მაქვს გონება, თქვენზე ნაკლები არც მე ვარ. და ვინ არ იცის ეს ყოველივე? 4 მოყვასის დასაცინი შევიქენი, მე, ღვთისმხმობელი და მისგან პასუხის მიმღები. დასაცინი შევიქენი, მართალი და უმწიკვლო. 5 გალაღებულ კაცს ზიზღი აქვს მარცხისა, როგორც ფეხდასხლეტილის ხვედრისა. 6 მყუდროება სუფევს მძარცველთა კარვებში, უშიშრად არიან ღვთის განმარისხებელნი, ვინც ღმერთი მოიყვანა თავისი ხელით. 7 აბა ჰკითხე პირუტყვს და ის გასწავლის, და ცის ფრინველს და ის გეტყვის. 8 ან მიწას გაესაუბრე და ის გასწავლის, და მოგახსენებენ ზღვის თევზები. 9 ვინ არ იცის ამათ შორის, რომ ღვთის ხელმა შექმნა ეს? 10 მის ხელთაა ყველა სულდგმულის სული, და ყოველი ძეხორციელის. 11 განა ყური არ განარჩევს სიტყვებს? განა სასა არ გრძნობს საჭმლის გემოს? 12 სიბრძნე მოხუცებშია და გონება – დღეგრძელებში. 13 ღმერთთანაა სიბრძნე და ძალი, მასთანაა რჩევა და გონება. 14 აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, დაამწყვდევს კაცს და ვეღარ გამოიხსნება. 15 აჰა, შეაკავებს წყლებს და დაშრებიან, გამოუშვებს მათ და გადახრავენ მიწას. 16 მასთანაა ძალი და ნამდვილი სიბრძნე, მისია მოტყუებული და მომტყუებელი. 17 ტყვედ მიჰყავს მრჩეველნი და მსაჯულებს აბრიყვებს. 18 ბორკილებს აყრევინებს მეფეებს და წელზე სარტყელს არტყამს. 19 ფეხშიშველი მიჰყავს მღვდლები, და ამხობს ძლიერებს. 20 ართმევს მეტყველებას თავდაჯერებულთ და გამჭრიახობას – უხუცესებს. 21 დამცირებას ანთხევს დიდებულებზე და ძლიერთა სარტყელს ასუსტებს. 22 აცხადებს იდუმალებებს ბნელიდან და სიკვილის აჩრდილი სინათლეზე გამოჰყავს. 23 განადიდებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და მიუძღვის მათ. 24 გონებას ურევს ქვეყნის ხალხთა თავკაცებს და უგზო-უკვლო უდაბნოში ახეტიალებს. 25 ხელისცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ და მთვრალებივით დაბორიალობენ!”
თავი მეთერთმეტე                                                                                                                                 თავი მეცამეტე
Newer Post
Older Post

COMMENTS