ეზეკიელი 3:17-20

By
დეკემბერი 18, 2015
17 „ძეო კაცისავ! ისრაელის ტაძრის გუშაგად დამიდგენიხარ. ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ. 18 როცა ბოროტმოქმედს ვეტყვი: უსათუოდ მოკვდები-მეთქი! მაგრამ შენ არ გააფრთხილებ და არაფერს ეტყვი, რომ თავის ბოროტ გზას ჩამოშორდეს და იცოცხლოს, მოკვდება ბოროტმოქმედი თავის ურჯულოებაში, ხოლო მის სისხლს შენგან მოვიკითხავ. 19 მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტმოქმედს, ის კი არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი თავს იხსნი. 20 ხოლო როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, დაბრკოლებას დავუდებ წინ და მოკვდება, რადგან არ გააფრთხილე. თავის ცოდვაში მოკვდება ის და მართალ საქმეებს, მან რომ მოიმოქმედა, აღარ გაიხსენებენ; მის სისხლს კი შენგან მოვიკითხავ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close