ეზეკიელი 45

By
აგვისტო 25, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

451 „და როდესაც გაინაწილებთ ქვეყანას სამემკვიდრეოდ, შესწირეთ შესაწირავი უფალს, წმიდა ნაწილი მიწიდან, სიგრძე ოცდახუთი ათასი და სიგანე ათი ათასი. წმიდა იქნება იგი მთელ მის საზღვრებში ირგვლივ. 2 იქიდან წმიდისა იქნება ხუთასი ხუთასზე – ოთხკუთხედი ირგვლივ და ორმოცდაათი წყრთა – მოედანი მის ირგვლივ. 3 და ამ ზომიდან გადაზომავ სიგრძეს ოცდახუთ ათასს და სიგანეს ათი ათასს, და იქ იქნება საწმიდარი, წმიდათა წმიდა. 4 წმიდა ნაწილი ამ მიწისა იქნება საწმიდრის მომსახურე მღვდლებისთვის, რომელნიც მიახლოვებულნი არიან, რომ ემსახურონ უფალს. და იქნება ის მათთვის ადგილი მათი სახლებისათვის და წმიდა ადგილი საწმიდრისათვის. 5 და ოცდახუთი ათასი სიგრძე და ათი ათასი სიგანე იქნება სახლში მომსახურე ლევიანთათვის საკუთრებად – ოცი სენაკი. 6 და ქალაქის საკუთრებად გაეცით: ხუთი ათასი სიგანით და სიგრძით ოცდახუთი ათასი წმიდის შესაწირავის პირდაპირ – მთელი ისრაელის სახლისათვის იქნება. 7 და მთავრისათვის გაეცით წილი თითოეული მხრიდან წმიდას შესაწირავისა, და ქალაქის საკუთრებისაგან წმიდის შესაწირავის წინ და ქალაქის საკუთრების წინ ზღვის მხრიდან ზღვისაკენ და აღმოსავლეთის მხრიდან აღმოსავლეთით. და სიგრძე მისი თანაბარი იქნება ერთი ნაწილისა დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე. 8 მის ქვეყნად იგი იქნება საკუთრებად ისრაელში და აღარ დაჩაგრავენ მთავარნი ჩემს ერს, და ქვეყანას მისცემენ ისრაელის სახლს, მათი ტომების მიხედვით. 9 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘საკმარისია თქვენთვის, ისრაელის მთავარნო! მოაშორეთ ძალადობა და ძარცვა, და სამართალი და სიმართლე ჰქენით, შეუწყვიტეთ გაძევებანი ჩემს ერს!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 10 ‘მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი გქონდეთ თქვენ. 11 ეფა და ბათი ერთი ზომისა იყოს, რათა ჩაეტიოს ხომერის მეათედი ბათში და მეათედი ხომერისა საწყაულში. ხომერის მიხედვით იქნება მათი ზომა. 12 და შეკელი – ოცი გერა. ოცი შეკელი, ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი იქნება თქვენთან ერთი მნა. 13 ესაა შესაწირავი, რომელსაც შესწირავთ: მეექვსედს ეფასი ხორბლის ხომერიდან და მეექვსედს ეფასი ქერის ხომერიდან. 14 და წესი ზეთისა: ზეთის ზომა ქორია, ქორის მეათედი ხომერიდან, მეათედი ქორისა ხომერია, რადგან ათი ქორია ხომერში. 15 ერთი კრავი ყოველი ორასი ცხვრიდან, ისრაელის ნოყიერი საძოვრებიდან, ძღვნად და სრულადდასაწველ და სამშვიდობო შესაწირავად, რათა მიეტევოთ მათ,’- სიტყვა უფალი ღმერთისა. – 16 ‘ქვეყნის მთელმა ერმა უნდა მიუტანოს ეს შესაწირავი მთავარს ისრაელში. 17 მთავარზე იქნება სრულადდასაწველნი და ძღვენი და საღვრელები დღესასწაულებში, ახალ მთვარობებში და შაბათებში. ისრაელის სახლის ყველა ზეიმებზე შეასრულებს ის ცოდვის შესაწირავს და ძღვენს, და სრულადდასაწველს და სამშვიდობოს, რათა მიეტევოს ისრაელის სახლს.’ 18 და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘პირველი თვის პირველ დღეს აიღებ უნაკლო მოზვერს და გაწმედ ცოდვისგან საწმიდარს. 19 აიღებს მღვდელი ცოდვის შესაწირავის სისხლისაგან და აპკურებს სახლის წირთხლს და სამსხვერპლოს შვერილის ოთხივე კუთხეს და შიგნითა ეზოს კარიბჭის წირთხლს. 20 ასე გააკეთებს თვის მეშვიდე დღეს ყველასთვის, ვინც შესცოდავს უნებურად ან გულუბრყვილოდ, და ასე მიუტევებთ სახლს. 21 პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს გექნებათ პასექი, შვიდდღიანი დღესასწაული, და ხმიადს შეჭამთ. 22 იმ დღეს მთავარმა უნდა მოიტანოს თავისთვისა და ქვეყნის მთელი ერისათვის მოზვერი ცოდვის შესაწირავად. 23 დღესასწაულის შვიდივე დღეს მიუტანოს სრულადდასაწველად უფალს დღეში შვიდი უნაკლო მოზვერი და შვიდი ვერძი შვიდი დღის განმავლობაში, და ცოდვის შესაწირავად დღეში ერთი თიკანი თხისა. 24 მიიტანოს ეფა ძღვენი მოზვერზე და ვერძზე და ჰინი ზეთი ეფაზე. 25 მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, დღესასწაულზე, შეასრულოს ყოველივე ეს შვიდი დღის განმავლობაში, იგივე ცოდვის შესაწირავი, იგივე სრულადდასაწველი, იგივე ძღვენი და იგივე ზეთი.’

თავი ორმოცდამეოთხე                                                                                                               თავი ორმოცდამეექვსე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close