ეზეკიელი 2

By
აგვისტო 14, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

21 და მან მითხრა: „ძეო კაცისავ! დადექი ფეხზე და დაგელაპარაკები.” 2 და შემოვიდა ჩემში სული, როდესაც ის მელაპარაკებოდა, და დამაყენა ფეხზე, და მე ვუსმენდი ჩემთან მოლაპარაკეს. 3 და მითხრა: „ძეო კაცისავ! მე გგზავნი ისრაელის ძეებთან, მეამბოხე ხალხთან, რომლებიც ამბოხდნენ ჩემს წინააღმდეგ. ისინი და მათი მამები სცოდავდნენ ჩემს წინააღმდეგ დღევანდელ დღემდეც კი. 4 ეს ძენი სახეჯიუტნი და გულსასტიკნი არიან. მე გგზავნი მათთან და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა!’ 5 და თუ მოისმენენ ან არა – რადგან მეამბოხე სახლია ისინი, მაინც მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. 6 შენ კი, ძეო კაცისავ! ნუ შეგეშინდება მათი და მათი ლაპარაკისაც, თუმცა ძეძვები და ეკლები არიან შენთვის, და მორიელებზე ზიხარ. მათი ლაპარაკის ნუ შეგეშინდება და მათ სახეთაგან ნუ შეკრთები, რადგან მეამბოხე სახლია ისინი. 7 და ეტყვი ჩემს სიტყვებს მათ, მოისმენენ თუ არ მოისმენენ, რადგან მეამბოხენი არიან ისინი. 8 შენ კი, ძეო კაცისავ! მოისმინე, რასაც მე გეტყვი: ნუ იქნები მეამბოხე, როგორც მეამბოხე სახლი, გააღე შენი პირი და ჭამე, რასაც მე მოგცემ.” 9 და მე ვიხილე ხელი, გამოწვდილი ჩემსკენ და მასში – გრაგნილი წიგნისა. 10 და მან გაშალა იგი ჩემს წინაშე. და ის გრაგნილი დაწერილი იყო წინა მხრიდან და უკანა მხრიდან. და ეწერა მასზე მოთქმა და კვნესა და ტირილი.

თავი პირველი                                                                                                                                         თავი მესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close