HomeUncategorized

ეზეკიელი 15

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

151 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! რა უპირატესობა აქვს ვაზის ხეს რომელიმე ფოთლოვანი ხის წინაშე, ტყის ხეთა შორის რომ არიან? 3 იღებენ მისგან მერქანს რაიმე ნაკეთობის გასაკეთებლად? თუ გამოიღებენ მისგან პალოს მასზე რაიმე ჭურჭლის ჩამოსაკიდად? 4 აჰა, ცეცხლს მიეცა იგი შესაჭმელად, მისი ორივე ბოლო ცეცხლმა შეჭამა და შუაგული გამოეწვა – განა გამოსადეგია ის რაიმე ხელობისათვის? 5 მაშინაც კი, როდესაც მთელი იყო, არ გამოდგებოდა ხელობისათვის, მით უფრო ახლა, როდესაც ცეცხლმა შეჭამა იგი და გამოიწვა, გამოდგება კიდევ ხელობისათვის?” 6 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: „როგორც ვაზის ხე ტყის ხეთა შორის ცეცხლს მივეცი შესაჭმელად, ასევე მივცემ იერუსალიმის მცხოვრებთაც. 7 და მივაქცევ ჩემს პირს მათ წინააღმდეგ, ცეცხლიდან გამოვიდნენ და ცეცხლი შეჭამს მათ. მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მივაქცევ ჩემს პირს მათ წინააღმდეგ. 8 და ავაოხრებ ამ ქვეყანას იმის გამო, რომ მღალატობდნენ!” – სიტყვა უფალი ღმერთისა.

თავი მეთოთხმეტე                                                                                                                       თავი მეთექვსმეტე 

COMMENTS