HomeUncategorized

ეზეკიელი 19

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

191 „შენ კი, მოთქმით იტირე ისრაელის მთავრებზე 2 და თქვი: ‘რა არის დედაშენი? ძუ ლომი! ლომებს შორის იმყოფებოდა, ლომის ბოკვერებთან რდიდა, ამრავლებდა თავის ლეკვებს. 3 და წამოაყენა ერთი თავის ლეკვთაგან, ლომის ბოკვერი გახდა იგი და ისწავლა ნადავლის დაგლეჯა, ადამიანს ჭამდა. 4 და გაიგონეს მასზე ხალხებმა, მათ თხრილში იქნა ის შეპყრობილი და მიიყვანეს იგი კავებით ეგვიპტეში. 5 და დაინახა მან, როცა უცდიდა, რომ დაიკარგა იმედი, და აიყვანა სხვა ერთი თავის ლეკვთაგანი, და ლომის ბოკვერად დასვა იგი. 6 და დადიოდა ის ლომებს შორის, ლომის ბოკვერი გახდა და ისწავლა ნადავლის დაგლეჯა, ადამიანის ჭამა. 7 და ანგრევდა მათ სასახლეებს და მათ ქალაქებს აოხრებდა და შეძრწუნდა ქვეყანა მისი ღრიალის ხმისაგან. 8 და აღდგნენ მასზე ხალხები ირგვლივ ოლქებიდან და გაშალეს მასზე თავიანთი ბადე, და შეპყრობილ იქნა იგი მათ თხრილში. 9 და ჩასვეს გალიაში კავებით და მიიყვანეს ის ბაბილონის მეფესთან. მოიყვანეს ციხე-სიმაგრეში, რათა აღარ გაგონილიყო მისი ხმა ისრაელის მთებზე. 10 დედაშენი ვაზს ჰგავდა, დარგულს წყლის პირას, ნაყოფიერს, მრავალტოტიანი იყო ყალუხვობისგან. 11 მაგარი ტოტები ჰქონდა მას ხელმწიფეთა კვერთხისათვის, და გაიზარდა მისი ტანი ხშირ ტოტებს ორის, და ჩანდა თავისი სიმაღლით და მრავალი ტოტით. 12 მაგრამ აღმოიფხვრა რისხვით, მიწაზე იქნა დაგდებული და აღმოსავლეთის ქარმა გაახმო მისი ნაყოფი. დაიშალა და გახმა მისი მაგარი ტოტები, ცეცხლმა შეჭამა ისინი. 13 ახლა უდაბნოშია დარგული, მშრალ და გვალვიან ქვეყანაში. 14 და გამოვიდა ცეცხლი მისი ტოტის ღეროდან, შეჭამა მისი ნაყოფი და აღარ შერჩა მას მაგარი ტოტი ხელმწიფის კვერთხისათვის. ეს არის გოდება და დარჩა გოდებად.’”

თავი მეთვრამეტე                                                                                                                                   თავი მეოცე

COMMENTS