HomeUncategorized

ეზეკიელი 46

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

461 „და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘შიგნითა ეზოს კარიბჭე, აღმოსავლეთით მიქცეული, დახშული იქნება საქმიანობის ექვსი დღის განმავლობაში, ხოლო შაბათ დღეს და ახალმთვარობის დღეს გაიღება. 2 და მოვა მთავარი კარიბჭის დარბაზის გზით გარედან და დადგება კარიბჭის წირთხლზე, და შესწირავენ მღვდლები მის სრულადდასაწველს და მის სამშვიდობო შესაწირავს, და თაყვანს სცემს იგი კარიბჭის ზღურბლზე, და გავა და კარიბჭე არ დაიხშება საღამომდე. 3 და თაყვანს სცემს ქვეყნის ხალხი უფლის წინაშე იმ ჭიშკრის შესასვლელში შაბათებსა და ახალმთვარობებში. 4 და სრულადდასაწველი, რომელსაც შესწირავს მთავარი უფალს შაბათ დღეს, იქნება ექვსი უნაკლო ცხვარი და უნაკლო ვერძი, 5 და ძღვენი ერთი ეფა ვერძზე, ძღვენი ცხვრებზე კი მისი ხელგაშლილობის მიხედვით, და ზეთი ჰინი საწყაულზე. 6 ახალმთვარობის დღეს უნაკლო მოზვერი და უნაკლო ექვსი ცხვარი და ვერძი იქნება. 7 და ერთ ეფას ვერძზე და ერთ ეფას მოზვერზე შეასრულებს ძღვენს და ცხვრებს, რამდენსაც გაიმეტებს მისი ხელი, და ზეთს ჰინის ეფაზე. 8 და როდესაც მოვა მთავარი, კარიბჭის დარბაზის გზით მოვა და იმავე გზით გავა. 9 და როდესაც მოვა ერი ქვეყნისა უფლის წინაშე ზეიმებში, თაყვანის საცემლად შემოსული ჩრდილოეთის კარიბჭის გზით, გავა სამხრეთის გზით. და შემომსვლელი სამხრეთის კარიბჭის გზით გავა ჩრდილოეთის კარიბჭით. არ მობრუნდება იმ კარიბჭის გზით, რომლითაც შემოვიდა, არამედ მოპირდაპირეთი გავა. 10 და მთავარიც მათ შორის, მათი შემოსვლისას მოვა და მათი გასვლისას გავა. 11 და დღესასწაულებში და ზეიმებში ძღვენი იქნება: ეფა მოზვერზე და ეფა ვერძზე და ცხვრებზე მისი ხელგაშლილობის მიხედვით, და ზეთი – ერთი ჰინი ეფაზე. 12 და თუ აღასრულებს მთავარი სრულადდასაწველს ნებაყოფილობით ან სამშვიდობოს ნებაყოფილობით, გაუღებენ მას აღმოსავლეთით მიქცეულ კარიბჭეს და შეასრულებს იგი მის სრულადდასაწველს და მისი სამშვიდობო მსხვერპლს, როგორც ასრულებს შაბათის დღეს, და გავა და დახშავენ კარიბჭეს მისი გასვლის შემდეგ. 13 უნაკლო ერთწლიანი ვერძით შეუსრულე სრულადდასაწველი ყოველდღე უფალს. ყოველ დილით შეასრულე ეს. 14 და ძღვენი მოუტანე მას დილაობით მეექვსედი ეფასი და ზეთი მესამედი ჰინისა, რათა დანამოს ფქვილი განმტკიცული. ესაა ძღვენი უფლისა – საუკუნო წესი, სამუდამოდ. 15 და მოამზადონ ვერძი და ძღვენი და ზეთი დილაობით – სამუდამო სრულადდასაწველი.’ 16 და თქვა უფალმა ღმერთმა: ‘თუ მისცემს მთავარი საჩუქარს რომელიმეს თავის ძეთაგან, მის ძეთა მემკვიდრეობა იქნება იგი. ეს მათი საკუთრებაა მემკვიდრეობით. 17 და თუ მისცემს ის თავისი სამკვიდრებლიდან თავის ერთ მსახურთაგანს, მაშინ მისი იქნება იგი განთავისუფლების წლამდე და დაუბრუნდება მთავარს. მხოლოდ მის ძეთ ექნებათ ის სამკვიდრებლად. 18 ვერ აიღებს მთავარი ერის სამკვიდრებლიდან რაიმეს მათი საკუთრებიდან მათი გამოძევებით. მხოლოდ თავისი საკუთრებიდან დაუმკვიდრებს თავის ძეთ, რომ არავინ მოსცილდეს ჩემს ერში თავის საკუთრებას.’” 19 და მიმიყვანა შესასვლელთან, რომელიც კარიბჭის კუთხეშია, მღვდელთა წმიდა სენაკებთან, რომლებიც ჩრდილოეთითაა მიქცეული, და მიჩვენა იქ ადგილი კიდეზე, დასავლეთით, 20 და მითხრა: ‘ეს არის ადგილი, სადაც მღვდლები მოხარშავენ დანაშაულისა და ცოდვის მსხვერპლს, სადაც გამოაცხობენ ძღვენს, რათა არ იქნეს გატანილი გარეთა ეზოში, რომ არ გადაედოს ერს სიწმიდე.” 21 და გამიყვანა გარეთა ეზოში და მომატარა ეზოს ოთხივე კუთხე. და იქ ვნახე ეზო ეზოს კუთხეში. 22 ეზოს ოთხივე კუთხეში ჩაკეტილი ეზოები იყო, ორმოცი სიგრძით და ოცდაათი სიგანით. ერთი ზომა ჰქონდა მათ ოთხივე კუთხეს. 23 და მწკრივი ქვებისა ირგვლივ, მათ ოთხივეს ირგვლივ, და სახარშავი, გაკეთებული რიგების ქვეშ ირგვლივ. 24 და მითხრა: „ესაა სახარშავი სახლი, სადაც მოხარშავენ მსახურნი ერისგან შეწირულ მსხვერპლს.”

თავი ორმოცდამეხუთე                                                                                                             თავი ორმოცდამეშვიდე

COMMENTS