5 და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როდესაც მე ამოვარჩიე ისრაელი და ხელი აღვმართე იაკობის სახლის მოდგმისთვის, და გამოვეცხადე მათ ეგვიპტის ქვეყანაში, და აღვმართე მათთვის ჩემი ხელი და ვუთხარი, მე ვარ-მეთქი უფალი, თქვენი ღმერთი. 6 იმ დღეს აღვმართე ჩემი ხელი ფიცით, რომ გავიყვანდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელიც გამოვძებნე მათთვის, სადაც მოედინება რძე და თაფლი და ქვეყნიერების მშვენება არის.