10 დედაშენი ვაზს ჰგავდა, წყლის პირას დანერგილ ბროწეულის ყვავილს; ნაყოფიერი და რტომრავალი იყო უხვი წყლებისაგან. 11 მაგარი ტოტები ჰქონდა მბრძანებელთა კვერთხებისათვის; გაიზარდა, ღრუბლებამდე აიყარა ტანი – ასე ჩანდა აზიდული და რტომრავალი. 12 მაგრამ აღმოიფხვრა რისხვით, მიწაზე იქნა დანარცხებული და ხორშაკმა ქარმა გაახმო მისი ნაყოფი. გახმა მისი ძლიერების კვერთხი, ცეცხლმა შეჭამა იგი. 13 ახლა უდაბნოშია დარგული, გამოწრეტილ და გვალვიან ქვეყანაში. 14 და გამოვარდა ცეცხლი მისი მძლავრი ტოტებიდან, შეჭამა მისი ნაყოფი და აღარ შერჩა მას მაგარი ტოტი ხელმწიფის კვერთხისათვის. ეს არის გოდება და დარჩება გოდებად.