HomeUncategorized

იობი 35

ძველი აღთქმა
იობი
351 მიუგო ელიჰუმ და თქვა: 2 „ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ: ‘ღმერთზე მართალი ვარ?’ 3 რომ ამბობ: ‘რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობა?’ 4 მე გიპასუხებ შენ და შენს მეგობრებსაც, შენთან ერთად რომ არიან: 5 ახედე ზეცას და დაინახე, შეხედე ღრუბელს – ისინი შენზე მაღლაა. 6 თუ შენ შესცოდე, რას დაუშავებ ამით მას? თუ შენს დანაშაულს გაამრავლებ, ამით რას უზამ მას? 7 თუ შენ მართალი ხარ, რას შემატებ მას? ან რას მიიღებს შენი ხელიდან? 8 მხოლოდ შენისთანა კაცს ეხება შენი უკეთურება, და ადამის ძეს – შენი სიმართლე. 9 ბევრი ჩაგვრისაგან ღაღადებენ, შველას ითხოვენ ძლიერის მკლავებიდან. 10 და არავინ ამბობს: ‘სად არის ღმერთი, ჩემი გამჩენი, საგალობელთა ღამით მომძღვნელი, 11 რომელიც გვწვრთნის ჩვენ მიწის მხეცებზე მეტად, და განგვაბრძნობს ჩვენ ცის ფრინველებზე მეტად?’ 12 ღაღადებენ იქ ისინი და ის პასუხს არ სცემს, ავკაცთა ამპარტავნების გამო. 13 ნაცვლად, ამაო ღაღადს არ მოისმენს ღმერთი, და ყოვლადძლიერი არ მოხედავს ამას. 14 თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ სამსჯავრო მის წინაშეა, დაელოდე მას. 15 და ახლა, რაკი იგი თავისმა რისხვამ არ მოინახულა, და დიდ რამედ არ ჩააგდებს სისულელეს, 16 ამაოდ ხსნის ბაგეს იობი, და უაზროდ ხარჯავს სიტყვებს.”
თავი ოცდამეთოთხმეტე                                                                                                         თავი ოცდამეთექვსმეტე
Newer Post

COMMENTS