HomeUncategorized

იობი 11

ძველი აღთქმა
იობი
111 და მიუგო ცოფარ ნაყამათელმა: 2 „ნუთუ ბევრი სიტყვა უპასუხოდ დარჩება? და ნუთუ ყბედი გამართლდება? 3 ნუთუ შენი ფუჭსიტყვაობა დაადუმებს კაცებს? და ნუთუ დაცინვას მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი? 4 და შენ ამბობდი: ‘ხალასია ჩემი მოძღვრება და სუფთა ვარ შენს თვალში!’ 5 და ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ, 6 და გაგიცხადებდეს თავისი სიბრძნის საიდუმლოებებს! რადგან ორმაგია ნამდვილი სიბრძნე და, იცოდე, რომ ღმერთი შენი გულისათვის ივიწყებს ზოგიერთ შენს შეცოდებას. 7 ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? მისწვდები ყოვლადძლიერის სამანს? 8 იგი ზეცაზე მაღალია – რას იზამ? ქვესკნელზე ღრმაა – რას გაიგებ? 9 იგი ზომით დედამიწის უგრძესია და ზღვის უვრცესია. 10 თუ ჩაივლის, შებორკავს და წარუდგენს სამსჯავროს, წინ ვინ აღუდგება? 11 რადგან ის სცნობს ცბიერ ადამიანებს, როცა უსამართლობას ხედავს, განა ყურადღებას არ მიაქცევს? 12 ცარიელი თავი განისწავლება? და ველური ვირის ჩოჩორი ადამიანად დაიბადა? 13 თუ შენ განაწყობ შენს გულს და მისკენ გაიწვდი ხელებს, 14 თუ შენს ხელში უსამართლობაა, განიშორე ის, რომ შენს კარვებში არ დაივანოს უსამართლობამ, 15 რადგან მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება, 16 რადგან დაივიწყებ შენს ტანჯვას, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ. 17 შენი სიცოცხლე შუადღეზე ნათელი იქნება, და ბნელი დილასავით გახდება. 18 დაიმედებული იქნები, რადგან არის სასო. და მიმოიხედავ და იმედიანად დაწვები. 19 და დაივანებ, და არავინ იქნება შენი შემწუხებელი, და მრავალნი დაგიწყებენ ლიქნას. 20 და ურჯულოთა თვალნი დაივსებიან, დაეკარგებათ მათ თავშესაფარი, და მათი სასო სულის განტევება იქნება.”
თავი მეათე                                                                                                                                         თავი მეთორმეტე
Newer Post
Older Post

COMMENTS