HomeUncategorized

იობი 32

ძველი აღთქმა
იობი
321 და შეწყვიტა სამმა კაცმა იობისათვის პასუხის გაცემა, რადგან იგი თავის თვალში მართალი იყო. 2 მაშინ განრისხდა ელიჰუ, ბუზელი ბარაქელის ძე, რამის საგვარეულოდან. იობზე იმის გამო განრისხდა, რომ მან თავი ღმერთზე მართლად ჩათვალა. 3 თავის სამ მეგობარზე იმის გამო განრისხდა, რომ მათ პასუხი ვერ უპოვნეს, მაგრამ მაინც იობი გაამტყუნეს. 4 და ელიჰუ იცდიდა, რომ იობს დალაპარაკებოდა, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ წლებით. 5 რაკი დაინახა ელიჰუმ, რომ ამ სამი კაცის პირს პასუხი არ გააჩნდა, განრისხდა. 6 მიუგო ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ, და უთხრა: „წლებით მე უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა, რომ ჩემი აზრი თქვენთვის მომეხსენებინა. 7 მე ვთქვი: დღეებმა უნდა ილაპარაკონ და სიბრძნე წელთა სიმრავლემ უნდა ასწავლოს-მეთქი. 8 მაგრამ კაცში იმყოფება სული, და სუნთქვა ყოვლადძლიერისა მას აგონიერებს. 9 დღეგრძელნი ყოველთვის როდი არიან ბრძენნი, და მხოლოდ უხუცესნი როდი ხვდებიან სამართალს. 10 ამიტომ ვამბობ: მისმინეთ-მეთქი, რათა მეც გამოვთქვა ჩემი აზრი. 11 ვუცდიდი მე თქვენს სიტყვებს, ყურს ვუგდებდი თქვენს მსჯელობას, როცა სათქმელს ეძებდით. 12 და დაგაკვირდით მე თქვენ, და აჰა, არ იყო თქვენს შორის მამხილებელი, პასუხი რომ მიეგო იობისთვის. 13 ნუ იტყვით: ‘სიბრძნე ვიპოვეთ, ღმერთი მოიგერიებს მას და არა კაცი.’ 14 არ მიუმართავს ჩემს წინააღმდეგ სიტყვები, და არც მივმართავ მას თქვენი სიტყვებით. 15 სასოწარეკვეთათ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სიტყვები; 16 მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპარაკს რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ, 17 მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ ჩემს აზრს. 18 რადგან სავსე ვარ სიტყვებით, სული შიგნიდან მაწვება. 19 აჰა, ჩემი შინაგანი მაჭარივითაა, რომელსაც თავი დაუცეს და ხეთქავს ახალ ტიკს. 20 ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა: გავხსნი ბაგეებს და ვუპასუხებ. 21 პირფერობას არ დავუწყებ კაცს, და ადამიანს არ ვემლიქვნელები. 22 რადგან მე მლიქვნელობა არ ვიცი – უმალ ჩემმა გამჩენმა წამიყვანოს!”
თავი ოცდამეთერთმეტე                                                                                                                თავი ოცდამეცამეტე
Newer Post

COMMENTS