HomeUncategorized

იობი 20

ძველი აღთქმა
იობი
201 მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა: 2 „ამიტომ მაიძულებენ ჩემი ფიქრები პასუხს, და ამის გამოა, რომ ვიჩქარი; 3 რადგან ჩემს შეურაცხმყოფელ შენიშვნას ვისმენ, და ჩემი გონების სული მათქმევინებს პასუხს. 4 ხომ იცი ეს ძველთაგან, მას აქეთ, რაც ადამიანი დამკვიდრდა მიწაზე, 5 ურჯულოთა ლხენა ხანმოკლეა, და უღვთოს სიხარული – წამიერი. 6 თუნდაც ცად ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს, 7 თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ, და მისი მნახველნი იკითხავენ:‘სადაა იგი?’ 8 სიზმარივით გაფრინდება და ვერავინ იპოვნის, ღამეულ ჩვენებასავით გაუჩინარდება. 9 თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას, და მეტად ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას. 10 და მისი ძენი ღარიბ-ღატაკთა მომადლიერებას ეცდებიან, და თავისი ხელით დაუბრუნებენ დოვლათს. 11 მისი ძვლები სავსეა სიჭაბუკით, მაგრამ მასთან ერთად მიიქცევიან მიწა-მტვრად. 12 თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს, 13 თუმცა ზოგავს მას და არ გამოაგდებს და პირში იჩერებს, 14 და მაინც გადაექცევა საჭმელი სიმწარედ მუცელში, ასპიტთა შხამად მის ნაწლავებში. 15 იგი ყლაპავს დოვლათს, მაგრამ ამოარწყევს, ღმერთი გამოუდევნის მას მუცლიდან. 16 ასპიტთა შხამსა სწოვს იგი, უნასის ენა მოჰკლავს მას. 17 ვერ იხილავს ნაკადულებს, მდინარეებს, თაფლისა და ერბოს ნიაღვრებს. 18 დააბრუნებს ნაოფლარს და ვერ ჩაყლაპავს. დოვლათის მიხედვით ექნება ნავაჭრი, მაგრამ ვერ ნახავს კმაყოფილებას. 19 რადგან ჩაგრავდა და ივიწყებდა ღარიბ-ღატაკებს, სახლს ანგრევდა და არ აშენებდა. 20 ვინაიდან არ ასვენებდა მუცელი, თავის სასურველს ვერაფერს გადაარჩენს. 21 არაფერი მორჩენია შეუსანსლავი, ამისთვის ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა. 22 თავისი სისავსის სიუხვეში ვიწროდ იქნება, ყოველი გატანჯული ხელი მისწვდება მას. 23 მუცელს რომ ამოიყორავს, ღმერთი მოუვლენს მას თავისი რისხვის ცეცხლს და საჭმელად აწვიმებს მასზე. 24 გაექცევა რკინის იარაღს, – განგმირავს მას სპილენძის მშვილდი. 25 გამოიძრობს და გამოვა მისი სხეულიდან ისარი, და ელვა გამოვა მისი ნაღველადან, თავზარი დაეცემა მას. 26 მთელი წყვდიადი მის საგანძურად შეინახება. შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, და ეწევა სიავე მისი კარვის ნატამალს. 27 გააცხადებს ზეცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ. 28 და მისი სახლის დოვლათი გადაივლის და წაილეკება მისი რისხვის დღეს. 29 ეს არის ხვედრი ურჯულო კაცისა და ხვედრი, ღვთის მიერ ნაბრძანები.”
თავი მეცხრამეტე                                                                                                                              თავი ოცდამეერთე
Newer Post
Older Post

COMMENTS