საზოგადოებრივი ეთიკა – ბიბლიური ციტატები

იგავნი 14:34
სიმართლე აღაზევებს ერს; ცოდვა კი ხალხთა სირცხვილია.

2 მეფეთა 23:3-4
თქვა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იმეფებსო ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს. იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მზის ბრწყინვალებით მიწიდან აღმოცენებული ბალახი.

ფსალმუნები 2:10-12
ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! ემსახურეთ უფალს მოშიშებით, გიხაროდეთ და თრთოდეთ. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება მისი რისხვა. ნეტარია ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

იგავნი 11:11
წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.

იგავნი 16:12
სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით განმტკიცდება ტახტი.

იგავნი 25:5
მოაშორეთ მეფეს ბოროტეული და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.

იგავნი 28:2
ამბოხის დროს ქვეყანაში მთავარნი მრავლდებიან; გონიერი და მცოდნე კაცის ხელში კი ხანგრძლივია მეფობა.

იგავნი 29:4
მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას; მძიმედ დამბეგრავი კი ამხობს მას.

ესაია 54:14
სიმართლეში დაფუძნდები, შორს იქნები ჩაგვრისგან, რადგან არ შეგეშინდება; შორს იქნები ძრწოლისგან, რადგან არ მოგიახლოვდება.

1 ტიმოთეს 2:1-2
ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის, მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით;

ფსალმუნები 71:1-2
ღმერთო, მიეც შენი სამართალი მეფეს, და შენი სიმართლე – მეფის ძეს. რათა სიმართლით გასაჯოს შენი ხალხი, და შენი ღატაკნი – სამართლიანად!

რომაელთა 13:1
ყველა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. რადგან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებული ხელმწიფებანი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.

ტიტეს 3:1
შეაგონე მათ: დაემორჩილონ და დაუჯერონ მთავართ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის,

ეზრა 6:10
რათა მათ შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლები ცათა ღმერთს და ილოცონ მეფისა და მის ძეთა დღეგრძელობისათვის.

1 პეტრეს 2:13-14
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი, თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.

გამოსვლა 22:28
ღმერთს ნუ დაგმობ და შენი ხალხის თავკაცს ნუ დასწყევლი.

მეორე რჯული 17:12
კაცი, რომელიც გაკადნიერდება და არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე მომსახურე მღვდელს ან მსაჯულს, დაე, მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.

1 მეფეთა 24:6
უთხრა თავის ხალხს: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”.

იგავნი 24:21
შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეებს ნუ გაეკარები.

საქმეები 23:5
უთხრა მათ პავლემ: „არ ვიცოდი, ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი”.

რომაელთა 13:5
ამიტომ გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინდისის გამოც.

1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.

მათეს 22:21
თქვეს: „კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს – ღმრთისა!”

ლევიანნი 27:30
ყოველი მეათედი მიწისა: მიწის თესლისა, ხის ნაყოფისა, უფლისაა, უფლის წმიდაა.

მათეს 17:27
მაგრამ ისინი რომ არ ვაცდუნოთ, წადი ზღვაზე და ანკესი ისროლე; და პირველი თევზი, რომელიც ამოყვება, გაუღე პირი და შიგ სტატირს იპოვი. წამოიღე და მიეცი შენთვის და ჩემთვის”.

მეორე რჯული 16:19-20
არ გაამრუდოთ სამართალი, მიკერძოებით ნუ განსჯით და ქრთამი არ აიღოთ, რადგან ქრთამი თვალებს უბრმავებს ბრძენთ და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს. სამართალს, სამართალს მისდიეთ, რათა იცოცხლოთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი.

მიქა 6:8
განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი – მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.

გამოსვლა 23:8
ქრთამს ნუ აიღებ, რადგან იგი თვალხილულებს აბრმავებს და მართალთა სიტყვებს აუკუღმართებს.

ლევიანნი 19:15
უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.

იგავნი 21:3
სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე სასურველია უფლისთვის.

ესაია 1:17
სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.

ესაია 10:1
ვაი მათ, ვისაც უსამართლო განაჩენი გამოაქვს და ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს,

1 ტიმოთეს 5:21
ვმოწმობ ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე, რომ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე დაიცვა ჩემი რჩევები და მიკერძოებით არაფერი გააკეთო.

ლევიანნი 25:35
თუ შენი მოძმე გაღარიბდა და შენთან მოვიდა, დაეხმარე მას როგორც მწირს ან ახალმოსახლეს და იცხოვროს შენთან.

იგავნი 19:17
ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.

მათეს 19:21
უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.

ლუკას 12:33
გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. გაიმზადეთ უცვეთი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ მოსპობს,

რომაელთა 12:13
მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებებში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.

გალატელთა 2:10
ოღონდ შევთანხმდით, რომ უნდა გვხსომებოდა ღატაკები და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი.

მეორე რჯული 26:12
როცა დაასრულო შენი მოსავლიდან ყოველი მეათედის გამოყოფა მესამე წელს – მეათედის წელს – მიეცი ლევიანს, ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, და მაძღრისად ჭამონ შენს კარიბჭეებთან.

ესაია 58:10
თუ თავს არ დაიზოგავ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გააძღობ, მაშინ ბნელში გაბრწყინდება შენი ნათელი და შენი წყვდიადი – შუადღესავით იქნება.

მათეს 15:32
მოუხმო იესომ თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, საჭმელი კი არაფერი აქვთ. არ მინდა, მათი უჭმელად გაშვება, გზაში რომ არ დაუძლურდნენ”.

ლუკას 3:11
ეუბნებოდა მათ პასუხად: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”.

რომაელთა 12:20
ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.

იგავნი 25:21
თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია – წყალი დაალევინე,

ფსალმუნები 81:3-4
განიკითხეთ სუსტი და ობოლი, სამართალი გაუჩინეთ ღარიბსა და ღატაკს. დაიხსენით ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით ისინი.

იაკობის 1:27
ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.

ფსალმუნები 40:1
ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე; უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი.


მსგავსი თემები:

საქმის ეთიკა       პირადი ეთიკა       ეთიკის საფუძვლები