პავლე მოციქულის წერილი გალატელთა მიმართ
პავლეს მიღება მოციქულების მიერ
პავლე საყვედურობს პეტრეს
11 როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, მე წინ აღვუდექი მას საჯაროდ, ვინაიდან მასზე საჩივარი იყო. 12 ვინაიდან, ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით. 13 მასთან ერთად პირფერობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე, რომ, ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა პირფერობამ. 14 მაგრამ, როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა, წარმართებს რაღად აიძულებ-მეთქი, რომ გაიუდეველდნენ?
გამოხსნა რწმენით
15 ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან. 16 მაგრამ, რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეში რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება. 17 ხოლო თუ ქრისტეში გამართლების მძებნელნი ცოდვილნი აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც! 18 ვინაიდან, თუ მე კვლავ ვაშენებ, რაც დავანგრიე, ამით ჩემს თავს დამნაშავედ ვხდი. 19 მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ღვთისათვის ვიცოცხლო. მე ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული. 20 მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ ხორციელად ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გადასცა ჩემთვის. 21 არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან, თუ რჯულითაა სიმართლე, აბა, ამაოდ მომკვდარა ქრისტე.
თავი პირველი თავი მესამე