HomeUncategorized

ლევიანნი 27

ძველი აღთქმა
ლევიანნი

271 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘თუ ვინმე დადებს ძნელ აღთქმას შენი შეფასებისამებრ შეაფასე უფლისათვის აღთქმული სული. 3 შენი შეფასება იყოს: ოცი წლიდან სამოც წლამდე მამაკაცისთვის ორმოცდაათი შეკელი ვერცხლისა, საწმიდრის შეკელით. 4 და თუ ქალია, შენი შეფასება იყოს ოცდაათი შეკელი. 5 თუ ხუთი წლიდან ოც წლამდეა, შენი შეფასება მამაკაცისთვის იყოს ოცი შეკელი, ხოლო ქალისთვის ათი შეკელი. 6 და თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, შენი შეფასება ვაჟისათვის იყოს ვერცხლის ხუთი შეკელი, ხოლო ქალისთვის ვერცხლის სამი შეკელი. 7 და თუ სამოცი წლისაა, ან უფრო მეტის, თუ მამაკაცია, შენი შეფასება იყოს თხუთმეტი შეკელი, ქალისთვის – ათი შეკელი. 8 თუ ღარიბია და არ ძალუძს გაცემა შენი შეფასების მიხედვით, წარუდგინონ მღვდელს და შეაფასებს. აღთქმის დამდების ქონების შესაბამისად შეაფასოს მღვდელმა. 9 „‘თუ ეს პირუტყვია, რომელთაგან სწირავენ მსხვერპლად უფალს, ყოველი, რასაც მისცემს მისგან უფალს, წმიდა იყოს. 10 არ შეიძლება გაიცვალოს და არც შეიცვალოს კარგი ცუდით, ან ცუდი კარგით; და თუ შეცვლის, შეიცვალოს პირუტყვი პირუტყვით, მაშინ იგი და მისი სანაცვლო წმიდა იყოს. 11 თუ ეს რომელიმე უწმიდური პირუტყვია, რომელსაც არ სწირავენ მსხვერპლად უფალს, წარუდგინოს პირუტყვი მღვდელს, 12 და შეაფასოს მან, კარგია თუ ცუდი, და როგორც შეაფასებს, ისე იყოს. 13 თუ გამომსყიდველი გამოისყიდის მას, დაუმატოს მეხუთედი ნაწილი შენს შეფასებას. 14 „‘თუ ვინმე შესწირავს თავის სახლს სიწმიდედ უფალს, მღვდელმა შეაფასოს, კარგია თუ ცუდი; როგორც შეაფასებს მას მღვდელი, ისე იყოს. 15 თუ შემწირველი თავის სახლს გამოისყიდის, დაუმატოს მეხუთედი ნაწილი ვერცხლისა შენს შეფასებას, და მისი იქნება. 16 „‘თუ ვინმე თავისი საკუთარი სამფლობელოდან ყანას მიუძღვნის უფალს, შენი შეფასება მისი ნათესის ზომის მიხედვით იყოს: ერთი ღომორი ქერის ნათესისთვის ვერცხლის ორმოცდაათი შეკელი. 17 თუ ვერძობის წლის წინ შესწირავს ვინმე თავის ყანას, მოხდეს შენი შეფასებისამებრ. 18 თუ ვერძობის შემდეგ შესწირავს ვინმე თავის ყანას, მღვდელმა ვერცხლი გაიანგარიშოს ვერძობის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით და გამოიქვითება მისი შეფასებიდან. 19 და თუ მისი შემწირველი ყანას გამოსყიდვით გამოისყიდის, დაუმატოს ვერცხლის მეხუთედი ნაწილი შენს შეფასებას და მას დარჩება. 20 თუ არ გამოისყიდა ყანა, ან თუ მიჰყიდა ყანა სხვა კაცს, მერე ვეღარ გამოისყიდის 21 ეს ყანა იქნება, ვერძობის წელში მისი გასვლის ჟამს, უფლის სიწმიდედ, როგორც მიძღვნილი ყანა; მღვდელს ექნება ის სამფლობელოდ. 22 „‘თუ ნაყიდ ყანას, რომელიც არაა მისი მფლობელობის ყანათაგან, ვინმე მიუძღვნის უფალს, 23 მაშინ მღვდელმა გამოუანგარიშოს მას შეფასების ოდენობა ვერძობის წლამდე, და მისცეს ვერცხლი ამ შეფასების მიხედვით იმავე დღეს, როგორც სიწმიდე უფლისა. 24 ვერძობის წელს კი უბრუნდება ყანა იმას, ვისგანაც იყიდა, ვისაც ეკუთვნის იმ მიწის მფლობელობა. 25 ყოველი შენი შეფასება იყოს წმიდის შეკელით, ოცი გერა იყოს შეკელში. 26 „‘ხოლო პირველმოგებული საქონლისაგან, რომელიც პირმშოობით უფალს ეკუთვნის, მისი მიძღვნა არავის არ შეუძლია: ხარი ან კრავი უფლისაა. 27 თუ ეს უწმიდური პირუტყვიდანაა, მაშინ გამოსყიდული იქნება შენი შეფასებისამებრ და დაემატოს მას მისი მეხუთედი ნაწილი. და თუ არ გამოისყიდება, მაშინ გაიყიდოს შენი შეფასებით. 28 „‘ხოლო ყოველი აღკვეთილი, რასაც აღკვეთს კაცი უფლისათვის თავისი საკუთრებიდან: ადამიანიდან, საქონლიდან, თუ თავისი სამფლობელო ყანიდან, არ გაიყიდება და არც გამოისყიდება. ყოველი აღკვეთილი ყოვლად წმიდაა უფლისათვის. 29 „‘ყოველი აღკვეთილი, რაც აღიკვეთება ადამიანისაგან, არ გამოისყიდება; სიკვდილით უნდა მოკვდეს. 30 „‘და ყოველი მეათედი მიწიდან: მიწის თესლისაგან, ხის ნაყოფისაგან, უფლისაა ის. ეს სიწმიდეა უფლისა. 31 თუ ვინმე თავისი მეათედიდან გამოსყიდვით გამოისყიდის, მაშინ მიუმატოს მას მეხუთედი ნაწილი. 32 ყოველი მეათედი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისა, ყოველი მეათე კვერთხქვეშ რომ გადის, უფლის სიწმიდეა, 33 არ გაირჩეს კარგი და ცუდი, და არ შეიცვალოს იგი. თუ ვინმე შეცვლით შეცვლის მას, ისიც და მისი სანაცვლოც წმიდა იქნება და არ გამოისყიდება’”. 34 ესენია მცნებანი, რომელნიც ამცნო უფალმა მოსეს ისრაელის ძეთათვის სინაის მთაზე.

თავი ოცდამეექვსე                                                                                                                                            რიცხვნი

COMMENTS