Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 15

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
უხუცესთა გადმოცემა

151 მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს: 2 ,,რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ.“ 3 მან მიუგო და უთხრა მათ: ,,თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო? 4 ვინაიდან ღმერთმა თქვა: ‘პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’ 5 თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო, 6 ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით. 7 თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: 8 ‘ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.’ 9 ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან.“ 
10
 მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: ,,ისმინეთ და შეიგნეთ: 11 ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს.“ 12 მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: ,, იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით დაბრკოლდნენ?“ 13 მან პასუხად უთხრა: ,,ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფრხვრება. 14 მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან.“ 15 პეტრემ პასუხად უთხრა მას: ,,განგვიმარტე ეს იგავი.“ 16 ხოლო მან უთხრა: ,,ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგებათ? 17 არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ზარულში გამოდის? 18 პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის რომ ბილწავს ადამიანს. 19 ვინაიდან გულიდან ამოდის: ‘ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. 20 სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს.“

ქანაანელი ქალის რწმენა


21
 გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში. 22 და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: ,,შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია.“ 23 სიტყვაც არ გაუცია მას: მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: ,,გაუშვი იგი, რადგან მოგვყვირის ის ჩვენ.“ 24 მან მიუგო და უთხრა: ,,მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.“ 25 დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანი სცა მას და უთხრა: ,,მიშველე მე, უფალო!“ 26 მან მიუგო და უთხრა: ,,არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“ 27 დედაკაცმა უთხრა: ,,დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა.“ 28 მაშინ იესომ პასუხად უთხრა: ,,ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა. მოგეცეს, როგორც შენ გსურს.“ და იმავე საათში განიკურნა მისი ქალიშვილი.


მრავალთა განკურნება

29 წავიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ. 30 მოვიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი. 31 ისე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, ხეიბრები გამოჯანსახდნენ, კოჭლებმა გაიახარეს და ბრმებმა დაინახეს. და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.


ოთხი ათასი კაცის გაძღობა


32
 იესომ კი მოუხმო თავის მოწაფებს და უთხრა: ,,მებრალება ეს ხალხი, სამი დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურდნენ.“ 33 უთხრეს მას მოწაფეებმა: ,,უფაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?“ 34 უთხრა მათ იესომ: ,,რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: ,,შვიდი და მცირეოდენი თევზი.“ 35 და უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიყვნენ. 36 აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლი შესწირა, დატეხა და დაურიგა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი —  ხალხს. 37 ყველამ ჭამა და გაძღა. ნარჩენები ნატეხებისაგან კი შვიდი სავსე კალათა აკრიფეს. 38 მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. 39 და გაუშვა ხალხი. ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალას ადგილებში.


თავი მეთოთხმეტე                                                                                                                     თავი მეთექვსმეტე

Newer Post
Older Post

COMMENTS