Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 19

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
 სწავლება გაყრილობაზე

191 ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ის კურნავდა მათ იქ.
   3 და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსცდიდდნენ და ეუბნებოდნენ: ,,შეუძლია კაცს გაუშვას თავისი ცოლი ყოველგვარი მიზეზით?“ მან მიუგო და უთხრა: ,,ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.’ ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ.“ უთხრეს მას: ,,აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრილობის წერილის მიცემა და გაშვება.“ უთხრა მათ: ,,მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.“ 10 უთხრეს მას მოწაფეებმა: ,,თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი.“ 11 უთხრა მათ: ,,ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს. 12 ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს.“

ბავშვების კურთხევა

13 მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ. 14 იესომ უთხრა მათ: ,,გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან ამათნაირებისაა ცათა სასუფეველი.“ 15 და დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.

მდიდარი ჭაბუკი

16 აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: ,,მოძღვარო კეთილო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“ 17 მან უთხრა მას: ,,რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებები.“ 18 ჰკითხა მას: ,,რომლები?“ იესომ უთხრა: ,,არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ, 19 პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ 20 ჭაბუკმა უთხრა მას: ,,ყოველივე ამას ვიცავდი. რაღა მაკლია კიდევ?“ 21 უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი.“ 22 ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
  23 იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრებისათვის ცათა სასუფეველში შესვლა. 24 კიდევ გეუბნებით თქვენ: უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვირე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“ 25 ეს რომ მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს, და თქვეს: ,,აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?“ 26 გადახედა მათ იესომ და უთხრა: ,,კაცთაგან ეს შეუძლებელია, ღვთისაგან კი ყოველივე შესაძლებელია.“ 27 მაშინ პეტრემ პასუხად უთხრა მას: ,,აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით, რა გვექნება?“ 28 იესომ უთხრა მათ: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად. 29 ყველა ვინც მიატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები, ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. 30 მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი — პირველნი.

თავი მეთვრამეტე                                                                                                                                    თავი მეოცე         

Newer Post
Older Post

COMMENTS