იერემია 8:18-22

By
აგვისტო 17, 2015
18 სევდა მომეძალა, წუხს ჩემი გული! 19 აჰა, მესმის ჩემი ერის ასულის ქვითინის ხმა შორეული ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არისო უფალი სიონზე? ნუთუ აღარ არის იქ მეფე? რატომ განმარისხა ჩემმა ერმა თავიანთი კერპებით – უცხოთა ამ არარაობებით? 20 ალოობა დამთავრდა, მიილია ზაფხული, ჩვენ კი არ გვეშველა. 21 ჩემი ერის ასულის შემუსვრით მეც შევიმუსრე, დავბნელდი, საშინელებამ შემიპყრო. 22 ნუთუ აღარ არის ბალზამი გალაადში? ნუთუ აღარც მკურნალი არის იქ? მაშ რატომ არ განიკურნა ჩემი ერის ასული?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close