HomeUncategorized

იერემია 21

ძველი აღთქმა
იერემია
211 სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ, უფლისაგან როდესაც ციდკიაჰუმ გაგზავნა მასთან ფაშხური, მალქიას ძე, და ცეფანია, მღვდელ მაყასეიას ძე: 2 „შესთხოვე უფალს ჩვენზე, რადგან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი გვებრძვის ჩვენ. იქნებ უფალმა ჩვენთვის მოახდინოს ყველა თავის სასწაულთა მსგავსი, რომ უკუიქცეს ჩვენგან.” 3 და უთხრა მათ იერემიამ: „ასე უთხარით ციდკიაჰუს: 4 ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘აჰა, მე უკან მოვაქცევ საომარ იარაღებს, რომელიც თქვენს ხელთაა, რომლითაც თქვენ ეომებით ბაბილონის მეფეს და ქალდეველთ, რომელთაც ალყა შემოავლეს თქვენს გალავნებს. და შევკრებ მათ ამ ქალაქის შუაგულში. 5 მე თვითონ ვიომებ თქვენთან ერთად გაწვდილი ხელით და ძლიერი მკლავით რისხვაში, გულისწყრომასა და დიდ მრისხანებაში. 6 და დავცემ მე ამ ქალაქის მცხოვრებთ, ადამიანს და საქონელს; და დაიხოცებიან ისინი დიდი შავი ჭირით. 7 და ამის შემდეგ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ჩავაგდებ ციდკიაჰუს, იუდას მეფეს და მის მსახურთ და ხალხს ამ ქალაქში – შავ ჭირს, მახვილს და შიმშილს გადარჩენილთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, ხელში, და მათ მტერთა ხელში, და მათი სულის მაძიებელთა ხელში; და დასცემს ის მათ მახვილის პირით, არ დაინდობს, არ შეიბრალებს და არ შეიწყალებს მათ.’ 8 ამ ხალხს კი უთხარი: ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, მე ვიძლევი თქვენს წინაშე სიცოცხლის გზას და სიკვდილის გზას. 9 ამ ქალაქში მჯდომი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით მოკვდება, ხოლო ვინც გავა და თქვენზე გარსშემომდგარ ქალდეველთ ჩაბარდება, იცოცხლებს და ნადავლად ექნება მას თავისი სული. 10 რადგან მე მოვაქციე ჩემი პირი ამ ქალაქის წინააღმდეგ საუბედუროდ და საბოროტოდ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ბაბილონის მეფის ხელთ გადაეცემა იგი და ცეცხლით გადაწვავს მას.’ 11 იუდას მეფის სახლს კი: ‘ისმინეთ სიტყვა უფლისა! 12 სახლო დავითისა! ასე თქვა უფალმა: დილითვე საჯეთ სამართალი და გადაარჩინეთ მძარცველის ხელით წართმეული, სანამ გამოვა ჩემი მრისხანება ცეცხლივით თქვენი ბოროტი ნამოქმედარის გამო, და აგიზგიზდება და არავინ იქნება ჩამქრობი. 13 აჰა, შენზე მოვდივარ, ღელეში მჯდომო, ვაკის კლდევ!’ – სიტყვა უფლისა, – რომ ამბობთ: ‘ვინ დაგვესხმის და ვინ მოვა ჩვენს საცხოვრებელში?’ 14 და მოგკითხავთ თქვენ თქვენი ნამოქმედარის ნაყოფისამებრ,” – სიტყვა უფლისა, – „და ცეცხლს წავუკიდებ მის ტყეს და ირგვლივ ყველაფერს შეჭამს.”
თავი მეოცე                                                                                                                                       თავი ოცდამეორე

COMMENTS