HomeUncategorized

იერემია 10

ძველი აღთქმა
იერემია 
101 ისმინეთ სიტყვა, რომელიც უფალმა წარმოთქვა თქვენზე, ისრაელის სახლო! 2 ასე თქვა უფალმა: „ნუ ისწავლით ხალხების გზას და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, რაკი ხალხებს ეშინიათ მათი. 3 რადგან ხალხთა წეს-ჩვეულებანი არარაობაა, რადგან ხეს ჭრიან ტყეში, ცულით ამუშავებს მას ხუროს ხელი, 4 ვერცხლითა და ოქროთი ალამაზებენ, ლურსმნებითა და ჩაქუჩით ამაგრებენ, რომ არ დაიშალოს. 5 ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას გვანან ისინი და ლაპარაკი არ შეუძლიათ, დაატარებენ, რადგან თავად ვერ დადიან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერ იბოროტებენ, მაგრამ არც სიკეთის ქმნა შეუძლიათ.” 6 არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ შენ და დიდია შენი სახელი ძლიერებით. 7 ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ! მხოლოდ შენ გეკუთვნის ეს; რადგან ხალხთა ყველა ბრძენს შორის და ყველა მათ სამეფოში არავინ არის შენი მგავსი. 8 ყველანი ერთად გამოტვინდნენ და გასულელდნენ, შეგონება ამაოა, ხეა იგი. 9 კილიტი ვერცხლი თარშიშიდანაა ამოტანილი და ოქრო – უფაზიდან, მჭედლისა და ხელით გამომდნობელის ნაკეთები, ცისფერი და მეწამულია მათი სამოსელი, ბრძენთა ნაკეთებია ყოველი. 10 მაგრამ ჭეშმარიტია უფალი ღმერთი, ის არის ცოცხალი ღმერთი და საუკუნო მეფე, მისი რისხვისას დედამიწა იძრვის და ვერ დაუდგებიან ხალხები მის წყრომას. 11 ასე უთხარით მათ: „ღმერთები, რომელთაც არ შეუქმნიათ ცა და ქვეყანა, გაქრებიან ამ ქვეყნიდან და ცის ქვეშეთიდან.” 12 მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით, და თავისი გონიერებით განავრცო ცა. 13 ხმას გამოსცემს და წყალი ხმაურობს ცაში და ღრუბლები ამოჰყავს მას ქვეყნის კიდიდან, ელვებს აგზავნის წვიმაში და ქარი გამოჰყავს მის საუნჯეთაგან. 14 გამოტვინდა ყოველი კაცი უვიცობით, შერცხვენილია ყოველი ოქრომჭედელი თავის კერპთაგან, რადგან სიცრუეა მის მიერ გამოდნობილი და სული არ არის მათში. 15 ფუჭია ისინი – საქმე ცთომილებისა, მათი განკითხვის დროს გაქრებიან ისინი. 16 მათი მსგავსი არ არის იაკობის წილი, რადგან ის არის ყველაფრის გამომსახველი, ისრაელი კი მისი სამკვიდრებლის ტომია, ‘უფალი ცაბაოთია’ სახელი მისი. 17 მოკრიფე ქვეყნიდან შენი ქონება, ალყაში მცხოვრებო. 18 რადგან ასე ამბობს უფალი: „აჰა, მე მოვისვრი ამ ქვეყნის მცხოვრებთ ამჯერად და შევაჭირვებ მათ, რათა იპოვონ. 19 ვაი მე, ჩემს უბედურებას! სასიკვდილოა ჩემი ჭრილობა. ვთქვი: ნამდვილად, ესაა ჩემი უბედურება და მე ვატარებ მას! 20 ჩემი კარავი გაძარცულია და ჩემი ყველა სიმი გაწყვეტილია, ჩემი ძენი გავიდნენ ჩემგან და აღარ არიან, აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების დამყენებელი. 21 რადგან გამოტვინდნენ მწყემსები და არ მოიკითხეს უფალი. ამის გამო გაუგუნურდნენ და მთელი მათი სამწყსო გაიფანტა. 22 ხმა დადის: აჰა, მოდის ის, და დიდი ხმაურია ჩრდილო ქვეყნიდან, რათა უდაბნოდ აქციოს იუდას ქალაქები, ტურების საბუდრად.” 23 ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს. 24 დამსაჯე მე, უფალო, ოღონდ სამართლით და არა შენი რისხვით, რათა არ დამამცრო. 25 გადმოღვარე შენი გულისწყრომა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ შენ და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ უხმობენ,
თავი მეცხრე                                                                                                                                  თავი მეთერთმეტე

COMMENTS