იერემია 45

აგვისტო 15, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
451 სიტყვა, რომელიც უთხრა იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს, როდესაც ის იერემიას პირით ნათქვამ ამ სიტყვებს სწერდა წინში იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის მეოთხე წელს: 2 „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა შენზე, ბარუქ! 3 შენ თქვი: ‘ვაი მე, რადგან დაუმატა უფალმა მწუხარება ჩემს სატკივარს, მოვიქანცე ვაებით და სიმშვიდე ვერ ვპოვე.’ 4 ასე უთხარი მას: ასე თქვა უფალმა: ‘რაც მე ავაშენე, მევე ვანგრევ, და რაც მე დავრგე, მევე აღმოვფხვრი, და ასე იქნება მთელს ქვეყანაზე. 5 შენ კი დიდს ითხოვ შენთვის. ნუ ითხოვ, რადგან მე მოვაწევ უბედურებას ყოველ ხორციელზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘შენ კი შენს სულს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ!’”
თავი ორმოცდამეოთხე                                                                                                          თავი ორმოცდამეექვსე

კომენტარის დატოვება

Close
Close