რისხვა ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 4:26-31
განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე. ადგილი არ მისცეთ ეშმაკს. ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს. უკეთესია, იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად. არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ. ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის სულიწმიდას, რომლითაც თქვენ აღბეჭდეთ გამოსყიდვის დღისათვის. ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

იაკობის 1:19-20
ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი და რისხვაში ნელი. ვინაიდან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.

იგავნი 29:11
მთელ თავის რისხვას ღვრის ბრიყვი, ხოლო ბრძენი იკავებს მას.

ფსალმუნები 36:8
მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.

იგავნი 14:29
სულგრძელი დიდად გონიერია, სულმოკლე კი სისულელეს ამჟღავნებს.

იგავნი 15:1
ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას.

იგავნი 19:11
ადამიანის ჭკუა სულგრძელს ხდის მას და მისი ღირსებაა დანაშაულის მიტევება.

ეკლესიასტე 7:9
ნუ იჩქარებ შენს სულში გაბრაზებას, რადგან სიბრაზე ბრიყვთა უბეში განისვენებს.

იგავნი 15:18
ფიცხი კაცი აღვივებს განხეთქილებას, სულგრძელი კი აქრობს შუღლს.

კოლოსელთა 3:8
ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.

იაკობის 4:1-2
საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან. გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ. ჩხუბობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.

იგავნი 16:32
სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი – ქალაქის ამღებს.

იგავნი 22:24
ნუ დაემოყვრები ბრაზიანს და ფიცხ კაცთან ნუ მიხვალ,

მათეს 5:22
მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის – რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის – სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება.

ფსალმუნები 37:1
უფალო, შენი განრიხსებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი.

ფსალმუნები 7:11
ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი – რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.

4 მეფეთა 17:18
მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა.

1 ტიმოთეს 2:8
ამიტომ ჩემი სურვილია, ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.

იგავნი 29:9
სულელ კაცთან მოდავე ბრძენკაცი თუ ბრაზობს ან თუ იცინის, მაინც არა აქვს მოსვენება.

რომაელთა 2:5
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს,

იგავნი 14:17
გულფიცხი სისულელეს ჩაიდენს, ავისმზრახველი კაცი შეძულებულია.

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

ტიტეს 1:7
ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის მნე, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარე,

ეფესელთა 5:6
არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით, ვინაიდან ამისათვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.

იგავნი 25:28
რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს.

ებრაელთა 3:11
ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ‘ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში’”.

იგავნი 29:22
მრისხანე კაცი შუღლს იწვევს და გულფიცხი კაცი – მრავალ დანაშაულს.

ესაია 48:9
ჩემი სახელის გულისათვის დავაცხრობ ჩემს რისხვას, და ჩემი დიდების გულისათვის ვიოკებ თავს, რომ არ მოგკვეთო შენ.

ნაუმი 1:6
ვინ გაუძლებს მის წყრომას? ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.

ესაია 12:1
და იტყვი იმ დღეს: „გმადლობ შენ, უფალო, რადგან განრისხდი ჩემზე, მაგრამ შენი რისხვა დაცხრა და შენ მამშვიდებ მე.

იგავნი 27:3-4
მძიმეა ქვა და ტვირთია ქვიშა, ხოლო სულელის სიბრაზე ორივეზე მძიმეა. გულისწყრომა სისასტიკეა, ხოლო რისხვა – ნიაღვარი, მაგრამ მოშურნეობას წინ ვინ დაუდგება?

ესაია 57:17
მისი სიხარბის ცოდვის გამო განვრისხდი და დავცხე მას, დავმალე სახე და ვმრისხანებდი, ის კი, განდგომილი, დადიოდა თვისი გულის გზით.

ესაია 4
და ჩაეჭიდება შვიდი ქალი ერთ კაცს იმ დღეს და: ეტყვის: „ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენს სამოსელს ჩავიცვამთ, მხოლოდ გვეწოდოს შენი სახელი, ჩამოგვაცილე ჩვენი შერცხვენა.” იმ დღეს უფლის ყლორტი იქნება მშვენებად და დიდებად, და მიწის ნაყოფი – სიდიადედ ისრაელის გადარჩენილთათვის. და იქნება: სიონში ნატამალი და იერუსალიმში დარჩენილი – წმიდად იქნება ის წოდებული; ყველა, ვინც კი ჩაწერილია სიცოცხლისათვის იერუსალიმში. როცა ჩამორეცხავს უფალი სიონის ასულთ სისაძაგლეს და იერუსალიმს სისხლს მოჰბანს მის შიგნით სამსჯავროს სულით და გადაბუგვის სულით, და შექმნის უფალი სიონის მთის ყველა ადგილზე და მის შესაკრებელზე ღრუბელს და კვამლს დღისით და აელვარებული ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან მთელ დიდებაზე იქნება გავალაკი. და კარავი იქნება მათ საჩრდილობლად დღისით პაპანაქებისაგან, და თავშესაფრად და დასაცავად ღვართქაფისა და წვიმისაგან.

გამოცხადება 19:15
მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს.

იერემია 30:24
არ შებრუნდება უფლის მძვინვარება, სანამ არ იქმს და არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვებს; უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.’”

ესაია 63:3-6
მე ერთმა დავწურე საწნახელში და არ იყო ჩემთან არავინ, და ვწურავდი მათ ჩემს რისხვაში და ვსრესდი მათ ჩემს გულისწყრომაში, და მათი სისხლი შეეშხეფა ჩემს ტანსაცმელს და მთელი ჩემი სამოსელი შევსვარე. რადგან შურისგების დღეა ჩემს გულში და წელი ჩემს გამოსყიდულთა მოვიდა. ვიხედებოდი და არ იყო შემწე, და მიკვირდა, რომ არ იყო მხარდამჭერი; და მიხსნა მე ჩემმა მკლავმა და ჩემმა რისხვამ დამიჭირა მხარი. და დავთრგუნე მე ხალხები ჩემი წყრომით და დავათვრე ისინი ჩემი რისხვით, და მიწაზე დავღვარე მათი სისხლი. შიში და იმედი შურისგების დღეს

ესაია 13:13
ამის გამო შევძრავ მე ცას, და დედამიწა შეზანზარდება თავისი ადგილიდან უფალი ცაბაოთის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს.

ესაია 13:9
აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, წყრომა და მძვინვარე რისხვა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და მისი შემცოდენი აღხოცოს მისგან.

იგავნი 29:8
თავქარიანი კაცები ცეცხლივით უბერავენ ქალაქს, ხოლო ბრძენნი უკუაქცევენ რისხვას.

იგავნი 19:19
დიდად მრისხანეს დაედოს სასჯელი, რადგან, თუ დაინდობ მას, მოგიწევს სასჯელის გაკვლადება.

იგავნი 12:16
სულელი გამოამჟღავნებს თავის სიბრაზეს, გონიერი კი შეურაცხყოფას ფარავს.

ფსალმუნები 109:5
უფალი შენს მარჯვინივაა, რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.

2 მეფეთა 22:8
და შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი იძროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აღეგზნო იგი.

გამოცხადება 6:16
უთხრეს მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან.

რომაელთა 1:18
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.

ფსალმუნები 105:29
განარისხეს თავიანთი მოქმედებით; და თავს დაატყდათ მომსვრელი სენი.

ფსალმუნები 89:11
ვინ იცის შენი რისხვის ძალა, და შენი მძვინვარება შიშის შიშისამებრ?