Homeბიბლიაახალი აღთქმა

იაკობის 4

ახალი აღთქმა
იაკობ მოციქულის წერილი
სოფლის სიყვარული

41 საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან. გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ. ჩხუბობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტს ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმანი დაიკმაყოფილოთ. მრუშნო, განა არ იცით, რომ სოფელთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც სოფელთან მეგობრობა სურს, იგი ღვთის მტერი ხდება. ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: ,,შურით სწადია ჩვენში დავანებულ სულს?“ 6 მაგრამ მით უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ამიტომ ამბობს: ,,ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“ ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო. დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული — მწუხარებად. 10 დამდაბლდით უფლის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ.

ძმის განკითხვა

11 ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის მძრახავი და თავის ძმის განმსჯელი ძრახავს და განსჯის რჯულს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარა ხარ, არამედ განმკითხველი. 12 ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ ვინა ხარ, სხვას რომ განიკითხავ?

გაფრთხილება ქადილის წინააღმდეგ

13 ახლა თქვენ, ვინც ამბობთ: დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო, 14 რომელთაც არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. 15 ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: ,,თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ , ამას და ამას გავაკეთებთ,“— 16 ახლა თქვენი ამპარტავნებით პატივმოყვარეობით. ყოველი ამგვარი ამპარტავნება ბოროტებაა. 17 ამიტომ, ვინც სიკეთეს კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას.

თავი მესამე                                                                                                                                          თავი მეხუთე      

COMMENTS