პავლე მომციქულის წერილი ებრაელთა მიმართ
იესო მეტია მოსეზე
ღვთის ხალხის სიმშვიდისთვის
7 ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: ,,დღეს როცა მოისმენთ მის ხმას, 8 ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს დრტვინვისას, 9 სადაც გამომცადეს მე თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს. 10 ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: ‘მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ იცნეს მათ ჩემი გზა’. 11 ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ‘ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში.’“
12 თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. 13 არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის ,,დღესო“, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით. 14 ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე. 15 ვიდრეღა ითქმის: ,,დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც დრტვინვისას“. 16 ვინ იყო, რომ მოისმინა და დრტვინვა იწყო? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან? 17 მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვილებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში ჩაიყარა? 18 ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს? 19 და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნოების გამო.
თავი მეორე თავი მეოთხე