Homeბიბლიაახალი აღთქმა

გამოცხადება 19

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება

191 ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა, რომელიც ამბობდა: „ალელუია! ხსნა, და დიდება და ძალა ჩვენი ღვთისაა! რადგან ჭეშმარიტნი და სამართლიანნია მისი განკითხვანი, რადგან მან განიკითხა დიდი მეძავი, რომელმაც წარყვნა მიწა თავისი მეძაობით, და იძია თავისი მონების სისხლი მისის ხელიდან“. განმეორებით თქვეს: „ალელუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე“. ოცდაოთხი უხუცესი და ოთხი ცხოველი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს და ამბობდნენ: „ამინ! ალელუია!“

კრავის საქორწილო ნადიმი

ტახტიდან გამოვიდა ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველნი მისნი მსახურნი, მისნი მოშიშნი, პატარები თუ დიდები“. გავიგონე ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა და როგორც ბევრი წყლის ხმა, როგორც ძლიერი ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა: „ალელუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი. გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა. მიეცა მას, რომ ჩაეცვა ნათელი და წმიდა ბისონი, ვინაიდან წმიდა ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა“.
მითხრა მე: „დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო ნადიმზე მიწვეულნი“. მითხრა: „ეს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვებია“.* 10 დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძბების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია“.

თეთრი ცხენის მხედარი

11 ვიხილე ცა გახსნილი, და თეთრი ცხენი და მისი მხედარი, წოდებული სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, და სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. 12 მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი ჯიღა ადგია და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის მეტმა არავინ იცის. 13 მოსავს სისხლში ამოვლებული სამოსელი. და ეწოდება სახელად: „ღვთის სიტყვა“. 14 ციური ლაშქარი მისდევს მას თეთრი ცხენებით, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი. 15 მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლიმსმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს. 16 მის სამოსელზე და მის თეძოზე აწერია სახელი: „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“.
17 ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. დაიყვირა მან დიდი ხმით და უთხრა ყოველ ფრინველს, რომლებიც დაფრინავდნენ ზეცის შუაგულში: „მოდით, შემოკრბით ღვთის დიდ სერობაზე, 18 რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, მცირისა და დიდის ხორცი“. 19 ვიხილე მხეცი და მიწის მეფენი და მათი ლაშქარნი შეკრებილნი, რათა შებმოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს. 20 შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასაწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლთაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა. 21 დანარჩენები დაიხოცნენ მახვილით, რომელიც ცხენზე მჯდომარეს პირიდან გამოდიოდა და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.

თავი მეთვრამეტე                                                                                                                                    თავი მეოცე

COMMENTS