პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ
მისალმება
11 პავლე, ქრისტე იესოს მონა, მოწოდებული მოციქული, ამორჩეული ღვთის სახარებისათვის, 2 რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა თავსი წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში 3 თავის ძეზე, რომელიც დავითის თესლისგან იშვა ხორციელად, 4 განწესებულზე ღვთის ძედ ძალაში სიწმიდის სულით, მკვდრეთით აღდგომისათვის, ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე, 5 რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყველა ხალხები, 6 რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი; 7 ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარელთ, წოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალს იესო ქრისტესაგან.
16 ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც. 17 მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც სწერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით.“
18 ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. 19 იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. 20 ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ. 21 რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. 22 თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ. 23 და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24 ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმიდურებას მათი გულისთქმებითურთ, რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები. 25 რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. 26 ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. 27 ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის. 28 და რაკი არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად. 29 აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით, 30 ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგამზრახველნი, მშობლების ურჩნი, 31 უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. 32 იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ.
იუდა მოციქულის წერილი თავი მეორე