Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 28

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა

281 შაბათის გასულს, ერთშაბათის  თენებისას, მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი. და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა. უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი — თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით შედრკნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. 5 მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს: ,,ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა. სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.“ ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით, და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის. და აჰა, იესო შეხვდა მათ და უთხრა: ,,გიხაროდეთ!“ ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას. 10 მაშინ უთხრა მათ იესომ: ,,ნუ გეშინიათ, წადი და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ.“

ჯარისკაცების მოსყიდვა

11 როცა ისინი მიდიოდნენ, აჰა, მცველთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და აუწყეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა. 12 ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს 13 და უთხრეს: ,,თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა-თქო. 14 და თუ ამას განმგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას.“ 15 მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე.

წადით და მოიმოწაფეთ

16 ხოლო თერთმეტი მოწაფე წავიდა გალილეაში, იმ მთაზე, რომელიც იესომ დაუთქვა მათ.  17 ნახეს იგი თაყვანის სცეს, ზოგს კი ეჭვი ეპარებოდა. 18 მივიდა იესო მათთან და უთხრა: ,,მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე. 19 ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. 20 ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ.“
თავი ოცდამეშვიდე                                                                                                                   მარკოზის სახარება      

COMMENTS