Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 8

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
კეთროვნის განკურნება

81 მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა მას უკან. 2 აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: ,,უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას.“ 3 და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: ,,განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან. 4 და უთხრა მას იესომ: ,,იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.“

ასისთავის მსახურის განკურნება

როცა კაპერნაუმში შევიდა,  ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა და უთხრა: ,,უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება.“ უთხრა მას: ,,მე მოვალ და განვკურნავ მას.“ მიუგო ასისთავმა და უთხრა: ,,უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: წადი-მეთქი და მიდის. სხვას: მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთე — მეთქი  ეს! და აკეთებს.“ 10 ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა. 11  ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. 12 ხოლო ამ სამეფოს შვილები გადაიყრებიან გარესკნელის ბნელში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.“ 13 და უთხრა იესომ ასისთავს: ,,წადი და, როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს.“ და იმავე საათში განიკურნა მისი მსახური.

მრავალთა განკურნება


14 
იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. 15 შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ. 16 როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. 17 რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ,,მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.“

იესოს ვაიმიმდევრები 

18 თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა იესომ, უბრძანა გაღმა გასულიყვნენ. 19 მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: ,,მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ.“ 20 იესომ უთხრა მას: ,,მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ — ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელი.“ 21 ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: ,,უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე  და მამა ჩემი დავმარხო.“ 22 იესომ კი უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.“

ქარიშხლის დაცხრობა

23 ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ. 24 და აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა. 25 და მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: ,,უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.“ 26 და უთხრა მათ: ,,რამ შეგაშინათ, მცირედმორწმუნენო?“ მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. 27 ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: ,,ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ მას ემორჩილებიან?“

ღადირანელი ეშმაკეულების განკურნება

28 როცა გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში, მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ ისეთი მძვინვარენი, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. 29 და აჰა, მორთეს ყვირილი: ,,რაგინდა ჩემგან, ღვთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“ 30 მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი. 31 ეშმაკები შეევედრნენ მას: ,,თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი.“ 32 უთხრა მათ: ,,წადით! ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა. 33 მწყემსები კი გაიქცნენ , მივიდნენ ქალაქში და უამბეს ყველაფერი, რაც ეშმაკეულებს დაემართათ. 34 და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და, რომ დაინახეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა.

თავი მეშვიდე                                                                                                                                         თავი მეცხრე     

Newer Post
Older Post

COMMENTS