Homeმათეს სახარება

მათეს 1

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
იესო ქრისტეს წარმომავლობა

11 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა. 2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;   3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი; 4 რამმა შვა ყამინადიმი; ყამინადდაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი; 5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე. 6 იესემ შვა დავით მეფე;
   დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან. 7 სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა  შვა აბია; აბიამ შვა ასა. 8 ასამ შვა იოსაფიტი; იოსაფიტმა შვა იორამი, იორამმა შვა ოზია; 9 ოზიამ შვა იოთამი, იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ეზეკია; 10 ეზეკიამ  შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია; 11 იოსიამ შვა იექონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
  12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი; 13 ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;  14 აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი; 15 ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი, მათანმა შვა იაკობი; 16 იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
   17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე — თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე — თოთხმეტი თაობა, ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე — თოთხმეტი თაობა.

იესო ქრისტეს შობა


18 
ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე  ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა; 19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი. 20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: ,,იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისაგან არის. 21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.“ 22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 23 ,,აჰა, მუცლადიღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“,  რაც თარგმანით ნიშნავს: ,,ჩვენთან არს ღმერთი.” 24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი. 25 და არ შეუცვნია იგი ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.

მალაქია წინასწარმეტყველი                                                                                                                    თავი მეორე

COMMENTS