Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 10

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
თორმეტის მისია

101 მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება. 2 ესენია იმ თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. 3 ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ და ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი, 4 სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

თორმეტის წარგზავნა

5  ეს თორმეტი მიავლინა იესომ, დაარიგა და უთხრა: ,,წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ. არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით. 10 ნურც  გუდას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია. 11 რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ, 12 სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: ‘მშვიდობა ამ სახლს!’ 13 თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას. ხოლო თუ არ იქნება ღირსი,  თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. 14 ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, ჩამოიბერტყეთ მტვერი და თქვენ ფერხთაგან. 15 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.

მომავალი დევნა-შევიწროვება

16 აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი. 17 მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ  თქვენ. 18 წაგიყვანენ  განმგებლებთან  და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად. 19 ხოლო როცა გადაგცემენ, თქვენ ნუ იზრუნებთ, რა თქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ. 20 ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში. 21 ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. 22 ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო. ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. 23 როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორესაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა.
   24 მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი. 25 საკმარისია მოწაფესათვის ისეთი იყოს, როგორც მისი მოძღვარია და მონისათვის — როგორც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს არა?

გეშინოდეთ მათი

26 ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. 27 რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკებთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ. 28 ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც. 29 განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე. 30 ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია. 31 ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.

ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე

32 ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. 33 ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

არა მშვიდობა, არამედ მახვილი

34 ნუ გგონიათ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი. 35 რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული — თავის დედისაგან და რძალი — თავის დედამთილისაგან. 36 კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან. 37 ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი. 38 ვინც არ აღიარებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. 39 თავისი სულის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სულის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას.

სამაგიეროს მიღება

40 ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს, ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს. 41  ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს. 42 ვინც შეასმევს ერთს ამ მცირეთაგანს თუნცად ერთს სასმის ცივ წყალს, მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაიკერგება თავისი საზღაური.“

თავი მეცხრე                                                                                                                                თავი მეთერთმეტე

Newer Post
Older Post

COMMENTS