Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 12

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
თავთავების მოწყვეტა შაბათ დღეს

121 იმხანად იესომ ყანებზე გადაიარა, შაბათ დღეს, ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა. ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: ,,აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რის გაკეთებაც შაბათ დღეს არ შეიძლება.“ მან კი უთხრა მათ: ,,ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს? 4 როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს? ანდა არ ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან? თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი,’ მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს. ვინაიდან კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“

ხელშემხმრი კაცი

9 და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში. 10 და აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ,,შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“ 11 ხოლო მან უთხრა მათ: ,,რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? 12 ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება.“ 13 მაშინ უთხრა იმ კაცს: ,,გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისეთი საღი გაუხდა, როგორც მეორე. 14 ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წანააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი, იესომ შეატყო და იქაურობას გაეცალა.

ღვთის რჩეული მსახური

15 დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა, 16 და აუკრძალა მათ ამის გახმაურება. 17 რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს: 18 ,,აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სასჯელს წარმართებს. 19 არ იდავებს და არც იყვირებს, და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას. 20 გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს 21 და მის სახელს მიენდობიან წარმართები.“


იესო და ბელზებული

22 მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა. 23 მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: ,,ნუთუ ეს დავითის ძეა?“ 24 ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს. 25 იესომ როცა დაინახა მათი ფიქრები, უთხრა მათ: ,,ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაიყოფა თავისთავის წანააღმდეგ, ვერ გაძლებს. 26 და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა: როგორღა გაძლებს მისი სამეფო? 27 თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები? 28 თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი. 29 ანდა, როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს. 30 ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს. 31 ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. 32 ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის ნიწააღმდეგ, მიეტევაბა მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში.

ხე ნაყოფით იცნობა

33 ,,ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც, ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა. 34 იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი. 35 კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე მოაქვს, ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს. 36 თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. 37 ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდება და შენივე სიტყვებით გამტყუნდები.“

ნიშნის მოთხოვნა

38 მაშინ მიუგო მას ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა: ,,მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან.“ 39 ხოლო მან მიუგო: ,,ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იოანა წინასწარმეტყველის ნიშნისა. 40 ვინაიდან, როგორც იოანა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს,  მიწის გულში. 41 ნინივეილები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას,, ვინაიდან მათ მოინანიეს იოანას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იოანეზე დიდი. 42 სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, ვინაიდან იგი მიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.

უწმიდური სულის დაბრუნება

43 როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის ურწყულებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. 44  მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, 45 მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელ დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც.“

იესოს დედა და ძმები

46 როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას. 47 ვიღაცამ უთხრა მას: ,,აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ.“ 48 მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: ,,ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ 49 ხელით  უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: ,,აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები; 50 ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“

თავი მეთერთმეტე                                                                                                                            თავი მეცამეტე

Newer Post
Older Post

COMMENTS