Homeბიბლიაახალი აღთქმა

მათეს 4

ახალი აღთქმა
მათეს სახარება
ესოს გამოცდა

41 მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. 2 ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. 3 მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: ,,თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურად იქცნენ.“ 4 ხოლო მან მიუგო და უთხრა: ,,დაწერილია, რომ ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. 5 მაშინ წაიყვანა ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. 6 უთხრა მას: ,,თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: ,,თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა. 7 უთხრა მას: ,,ასევე დაწერილია: ‘არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.’“ 8 ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან დიდ მთაზე, უჩვენა სოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება. 9 უთხრა მას: ,,ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ.“ 10 მაშინ იესომ უთხრა: ,,განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“ 11 მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ  და ემსახურებოდნენ მას.

მსახურების დაწყება გალილეაში


12
 გაიგო იესომ, რომ იოანე გაცემულია და წავიდა გალილეას 13 მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულონისა და ნეფთალის საზღვრებში, 14 რათა აღსრულებულიყო  ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის, რომელიც ამბობს: 15 ,,ზებულონის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა. 16 ხალხმა, რომელიც ბნელში ისხდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ ნათელი ამოუბრწყინდათ, 17 იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: ,,მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.“

მეთევზეების მოხმობა


18
 როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. 19 უთხრა მათ: ,,მომყევით  მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“ 20 მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. 21 იქიდან წავიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს ამზადებდნენ, და მოუხმო მათ. 22 მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.

მრავალთა განკურნება


23
 და მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში. 24 მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ. 25 დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან და იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.

თავი მესამე                                                                                                                                            თავი მეხუთე  

Newer Post
Older Post

COMMENTS